კაკამ და გაგომ შეიძლება გამოტოვონ "ესპანიოლთან" მატჩი
კაკამ და გაგომ სანაკრებო შეხვედრების გამო შეიძლება ვერ შეძლონ "ესპანიოლთან" მატჩში მონაწილეობის მიღება.
მადრიდის "რეალის" თერთმეტი ფეხბურთელი გამოძახებულია თავიანთ ნაკრებებში,რათა მიიღონ მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.მატჩები 5 და 9 სექტემბერს გაიმართება.ყველაზე დიდი დატვირთვა ელოდებათ კაკას და გაგოს.მათ მოუწევთ ბევრი მოგზაურობა სამხრეთ ამერიკაში.პირველად კაკასა და გაგოს ნაკრებები შეხვდებიან ერთმანეთს,ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ არგენტინას მოუწევს დაპირისპირება პარაგვაისთან,ხოლო ბრაზილია საკუთარ სტადიონზე მიიღებს ჩილეს ეროვნულ ნაკრებს.ამ ორი ფეხბურთელის მთავარი პრობლემა ის არის,რომ მათ მოუწევთ დააგვიანონ მადრიდში ჩასვლა.ისინი ესპანეთის დედაქალაქში 11 სექტემბერს ჩავლენ.მეორე დღეს კი "რეალს" აქვს მატჩი "ესპანიოლთან",რომელიც გაიმართება შაბათ დღეს.სამშაბათს კი "სამეფო კლუბს" ექნება შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე "ციურიხთან".
კასილასი,არბელოა,ალბიოლი და ალონსო ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში შეხვდებიან ესტონეთისა და ბელგიის ეროვნულ ნაკრებებს;პეპე და კრისტიანო რონალდო პორტუგალიის ნაკრებთან ერთად გაემგზავრებიან დანიაში და უნგრეთში;ლასი და ბენზემა ითამაშებენ საფრანგეთში სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ;ვან დერ ვაარტი ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად შეხვდება იაპონიის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში დაუპირისპირდება შოტლანიდიის ნაკრებს გლაზგოში.
ინფორმაციის წყარო:As.com
- 31 აგვისტო 2009
- 2 981
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.