ლისანდრო ”რეალსაც” სურს
როგორც ფრანგული პრესა იუწყება, მადრიდის ”რეალი” აპირებს ლისანდრო ლოპესის შეძენას.
ლისანდროს კლუბში დარჩენა აღარ სურს, რადგან მას ”ლიონის” ხელმძღვანელობასთან გარკვეული პრობლემები აქვს. როგორც ამბობენ, მის მოთხოვნილებებს არ ითვალისწინებენ. სწორედ ამიტომ, მას საფრანგეთის დატოვებას უწინასწარმეტყველებენ ზამთარში.
ფორვარდის ფასი უცნობია, მაგრამ ლოპესს მსურველები მრავლად ჰყავს. გოლეადორით ინტერესდებიან: ”მანჩესტერ იუნაიტედი”, ”ლივერპული”, ”მარსელი”, ”რომა”, ”ვალენსია” და დღეიდან ”სამეფო” კლუბიც.
აგენტის თქმით ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს. მთავარია, რომ ხელსაყრელი თანხა შესთავაზონ მას. გახმაურდა ის ინფორმაციაც, რომ ”სიტი” და ”რეალი” მზად არიან გადაიხადონ 30 მილიონი ევრო არგენტინელში, რაც ურიგო არც ფრანგებისთვის და არც ლისანდრო ლოპესისთვის არაა.
ინფორმაციის წყარო: francefootball.fr
- 1 დეკემბერი 2010
- 2 477
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.