რამოსის პრესკონფერენცია
მადრიდის რეალის ფეხბურთელმა მატცის შემდეგ კომენტარის გაკეთებაზე თავი შეიკავა, ეს კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება იყო. ამიტომ სერხიომ დღეს გამართა პრეს-კონფერენცია.
"კლასიკოზე ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ბარსელონა უკვე მრავალი წელია თვის სატამაშო ფილოსობიას ქმნის, რაც ძალიან კარგად გამოსდით. ვულოცავ მათ, რადგან ყველაფერი შესანიშნავად გააკეთეს და დაიმსახურეს გამარჯვება. მათგან განსხვავებით ჩვენ არაფერი გამოგვდიოდა. მრცხვენია გუშინდელი შეხვედრის გამო, რადგან ჩვენ ვიცავთ ამდრიდის რეალის ღირსებას და გუშინდელი მარცხის შემდეგ ჩვენს გულშემატკივრებს დიდი ტკივილი მივაყენეთ. ყველამ უნდა გაიაზროს იმ ფორმის ფასი, რომელსაც ვატარებთ და ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ მისთვის."
"მართალია დავმარცხდით, მაგრამ ამას აღრაფერი ეშველება, უნდა შევწყვიტოთ უსიამოვნო ფაქტზე ფიქრი. ფეხბურთი გრძელდება მსოფლიოს აღსასრული არ დამდგარა, კიდევ ბევრი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი ბარსელონასთან სხვაობა კი მხოლოდ 2 ქულაა. მთავარია უფრო მეტად შეიკრას გუნდი ერთ მუშტად, რათა მეტოქეს ერთიანი ძალებით შევუტიოთ და გამოვიყენოთ ყოველი შანსი."
"გადახედეთ ჩემს კარიერას, არც ერთი ფეხბურთელი არ იტყვის, რომ მას ჩემგან აქვს ტრავმა მიღებული. მართალია იმ შემთხვევაში უხეშად ვითამაშე, მაგრამ ერთი წამითაც არ მიფიქრია, ლეო მესისთვის ტრავმის მიყენებაზე, უბრალოდ შეცდომის გამოსწორება მსურდა. მინდა ყველას მოვუბოდიშო, ვინც ნახა ჩემი საქციელი იმ დღეს, განსაკუთრებით კი ბავშვებს."
"აიაქსის წინააღმდეგ არალეგალური არაფერი გაგვიკეთებია, თუმცა ამის გამო მაინც დავისაჯეთ."
"თუ ეროვნული ნაკრების ღირსების დაცვას დიდი ხნის გნმავლობაში შევძლებ, ძალიან მსურს ვითამაშო მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ჩატარდება ესპანეთსა და პორტუგალიაში."
- 1 დეკემბერი 2010
- 3 529
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.