"თეთრი ბალეტის" უღირსი გამგრძელებლები, მაგრამ მაინც...

"სირცხვილნაჭმევი" "ელ კლასიკო"

"თეთრი ქათმები"– აი რა მომივიდა ნაუცაბედს აზრად , როცა გუშინდელი "ელ კლასიკო" მორჩა . ეხლა ვფიქრობ და ვხვდები, რომ სწორად მოვიქეცი, როცა სახლში დავრჩი და ტელევიზორში ვუყურე ამ საცოდაობას. საცოდაობას მხოლოდ და მხოლოდ ერთი კლუბისთვის, მეორესთვის კი პირიქით ეს იყო ზეიმი, აღმაფრენა და როგორც მათი ერთ–ერთი გამორჩეული ფიგურა იტყვის ხოლმე:

"კარგი, მამა–პაპური სექსის შემდეგ მიღებული ორგაზმი."

ეს იყო მათთვის "კლასიკო". სამწუხაროა, მაგრამ უკვე მეხუთედ მიიღეს მათ ეს სიამოვნება, მაშინ როცა, "ბლანკოსები" მაინცდამაინც მაგ მომენტში ავლენენ საკუთარ იმპოტენციას. უკვე მეხუთედ ვერა და ვერ მოახერხა "მადრიდის რეალმა" მეტად პრინციპული შეხვედრის მოგება. უკვე მეხუთედ თავდახრილი დატოვეს , როგორც "კამპ ნოუ", ასევე "სანტიაგო ბერნაბეუ" ნამდვილმა მადრიდისტებმა.

რა უნდა თქვა , ან რა სიტყვები უნდა გამოიყენო იმის გამოსახატად, თუ როგორ ითამაშა "ბარსელონამ" ის ფეხბურთი, რომელსაც აგერ უკვე რამდენი წელია რაც ნერგავს. აჩვენა ის ფეხბურთი და ის ფილოსოფია, რომელიც ამ კლუბის სავიზიტო ბარათად იქცა, განსაკუთრებით კი 21–ე საუკუნეში. ეს უბრალოდ მასტერკლასი იყო, ნამდვილი ოსტატების შესრულებით, ერთი სიტყვით ბრავო "ბარსა"...

რა ვთქვა მეორე მხარეზე? ერთი რამე , სირცხვილი მათ! თამაშის წაგება გვინახავს და გვახსოვს, ვიცით , რომ "რეალს" უფრო დიდი სხვაობითაც წაუგია, მაგრამ ასე უბრძოლველად? ასე უყარიათოდ? ასე უსუსურად? არასდროს. გვახსოვს 6:2 "სანტიაგო ბერნაბეუზე", გვახსოვს 1:0 და 2:0 წაგებები , მაგრამ ... მაგრამ ... მაგრამ...

საცოდაობა იყო მთლიანად "თეთრების" ყურება, საცოდაობა იყო მათი სახეების ნახვა , მაგრამ არცერთი ისეთ შეცოდებას და თანაგრძნობას არ იმსახურებდა, როგორც იკერ კასილასი... ამ მეკარემ გუშინ ყველაფერი გააკეთა , მაშინ როცა მისმა თანაგუნდელებმა ვერაფერი გააკეთეს. გუშინდელი "ბლანკოსების" დაცვა ე.წ. "პრახადნოი დვერ"–ი იყო, გადიოდა ყველაფერი, ყველანაირი გადაცემა და რაც მთავარია, გადიოდა გოლები.

"მადრიდის რეალის" ყველა ხაზი გუშინ მოშლილი იყო. შესაძლოა იოზილი და ხედირა კარგები არიან "მალიორკასთან", "ბილბაოს ატლეტიკთან", "რასინგთან" და მის ძმებთან, მაგრამ "ბარსასთან" მათ თამაში წესით უნდა გაჭირვებოდათ და გაუჭირდათ კიდეც, ხედირა თავისთვის რაღაცას მაინც ჯახირობდა , აი იოზილი კი ნამდვილად იმსახურებს "ქება–დიდებას".

ვერ გამიგია რა ჭირი ეტაკა მოურინიოს. როგორ შეიძლება "ბარსას" მისსავე მოედანზე პირველივე წუთებიდან თამაში გაუხსნა, შეეწყვილებინა ლასანა დიარა ალონსო–ხედირას დუეტისთვის და მოედნის ცენტრში შედარებით უფრო მშვიდად იქნებოდა. შეუძლებელია 90 000–ზე მეტი კატალონიელის წრეში მოქცეულმა, როცა მათი გამაყრუებელი სტვენა გესმის და უსმენ, როგორ მღერის სტადიონი, თავიდანვე არ ინერვიულო. შეუძლებელია ამის გადამკიდემ თამაშში უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვო, შეუძლებელია ამ დროს რამოდენიმე წუთი არ დაგჭირდეს ადაპტირებისთვის..

ანუ რისი თქმა მინდა, ჟოზეს თავიდანვე , მიახლოებით 20-25 წუთი ისეთივე ფეხბურთი რომ ეთამაშა, როგორიც "ინტერს" ათამაშა, მაშინ დარწმუნებული ვარ მოვლენები სხვანაირად განვითარდებოდა. სწრაფი ორი გოლი, თან რამოდენიმე წუთის ინტერვალში და მორჩა კინო. ფსიქოლოგიურად ისედაც გატეხილი ფეხბურთელები უფრო გატყდნენ. ამან კი რა შედეგამდე მიგვიყვანა თავად ნახეთ...

ბოლოს თავდასხმის ხაზი... და მარტივი კითხვა: თავდასხმაში ყავდა საერთოდ "ბლანკოსებს" ვინმე? თუმცა მოიცათ , ფურცელზე დაწერილ სქემაში კი ყავდა, სახელად ბენზემა ერქვა იმ "გამოკვეთილ ცენტრფორვარდს". საერთოდ ეს ფეხბურთელი რას შვებოდა მოედანზე მგონი თვითონაც არ იცოდა, ისევე როგორც ვერ წარმოიდგენდა თამაშამდე 2-3 დღით , თუნდაც წინა დღითაც, რომ "ელ კლასიკოში" მისცემდნენ თავის გამოჩენის საშუალებას.

მას მიეცა ბრწყინვალე შანსი საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებისთვისმ მაგრამ რათ გინდა–დადგა ვირივით ერთ ადგილას (ვგულისხმობ იმას, რომ საერთოდ არ ამოსულა დაცვის დასახმარებლად და თავდასხმაშიც არაფრის მომცემად თამაშობდა) , არც უკან დაუწევია, ხოლო წინ წასვლაზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. უცბად ეხლა "იმერულ ესკიზებში" რომ არის საყოველთაოდ ცნობილი ფრაზა ის გამახსენდა:

"რა სარგებლობა მოაქვს მამალს?"

აქაც ცოტა სახეშეცლილად დავსვათ კითხვა:

"რა სარგებლობა მოიტანა ბენზემა?"

ფილმში კი არის კარგი პასუხი , მაგრამ აქ პასუხიც მარტივია–უბრალოდ არაფერი.

ბევრჯერ მითქვას და ვამბობ კიდეც იმათ გასაგონად ვინც იძახის, რომ ბენზემა იგუაინს ჯობია, თქვენ მწარედ ცდებით მეგობრებო. შეიძლება პიპიტა ბოდიში ჟარგონისთვის და "მაზილა" ფეხბურთელია, მაგრამ აბა გაიხსენეთ, რა კარგად იხსნება ეს ფეხბურთელი, იგივე ბენზემასგან განსხვავებით. ადვილად იხსნება და ბევრ მომენტსაც ქმნის , ვიდრე ფრანგი. არგენტინელი უფრო მოდონმებულიცაა იგივე ფრანგისგან განსხვავებით და იმედია, გუშინდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგარწმუნათ ბენზემას ფანებო, რომ პიპიტა მაინც სხვა დონის ცენტრფორვარდია.

მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად წაგებისა, მითუმეტეს მეხუთეჯერ და სამარცხვინოდ, მე მაინც მჯერა "მადრიდის რეალის", რომელსაც ეხლა ძინავს, უბრალოდ ძინავს, ის არ მომკვდარა მეგობრები, გრანდები არ კვდებიანო თქვა ერთმა ჭკვიანმა კაცმა და მე მწამს , რომ "რეალის" შემთხვევაშიც ასეა. შეუძლებელია "თეთრი ბალეტის" შემქმნელი გარდაიცვალოს. უბრალოდ დროა საჭირო, დრო, რომელიც "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ მოქმედეს, დრო, რომელიც "რეალშიც", როგორც წესი არასდროს არ არის.

დროა საჭირო, რომ მიძინებულმა ვულკანმა ერთბაშად გაიღვიძოს, გაიღვიძოს იმისთვის, რომ დაიბრუნოს ის, რაც მას ეკუთვნის, მილეწ–მოლეწოს ყველაფერი, დაჩაგროს ყველა, ვინც ამ ხნის განმავლობაში მის არსებობას არაფრად აგდებდა და ამ უდარდელობისთვის მათ სამაგიერო გადაუხადოს.

იმედი მაქვს, "მადრიდის რეალი" დღეს დაეცა იმისთვის, რომ შემდეგ ერთბაშად აღსდგეს და მუსრი გაავლოს ყველას ვინც გზაზე გადაეღობება, მე მჯერა "მადრიდის რეალის"...

ეხლა კი , ვინაიდან და რადგანაც , დრონი მეფობენ და არა მეფენი, მოდით ვაღიაროთ:


"მეფე მოკვდა–გაუმარჯოს მეფეს!"

  • shvela
  • 30 ნოემბერი 2010
  • 5 486
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 11
3 ბუდიმირი 9
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (113)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)