ხელს ნუ ჩავიქნევთ
29 ნოემბერი, თბილისის დროით ღამის 2 საათი, ესპანეთი, კატალონია, ნოუ კამპი, ამაყი ბლაუგრანა და დამცირებული ბლანკოსი.
ეს არის ის წინადადება რაც პირველი მახსენდება ეტურალდე გონსალესის საფინალო სასტვენის მერე. ჩვენმა გუნდა კიდევ ერთი კრახი იწვნია კატალონურ ბარსელონასთან. მიჭირს ამ სიტყვების თქმა: კიდევ ერთხელ - მაგრამ რას ვიზამთ დღეს სხვა სათქმელი არც გვაქვს.
იყო თუ არა ეს წაგება მწარე ვიდრე ბერნაბეუზე მარცხი ანგარიშით 2:6? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თქვენთვის მომინდვია.
ბარსელონა თუ მადრიდის რეალი? ეს კითხვა მე პირადად არ მაწუხებს. მისი პასუხი ჩემთვის ცნობილია იმ დღიდან როცა "თეთრი ფორმა ჩავიცვი". დღეს ბარსამ 5 უპასუხო გოლი გაგვიტანა, მაგრამ ამით შეიცვალა რამე? არა! ბარსა ყოველთვის მეორე ადგილზეა და იქნება მუდამ!
ჩვენ გვყავს დიადი გუნდი! მადრიდის რეალი არასოდეს იქნება ბლაუგრანას ჩრდილში! წავაგეთ გუშინ? მოვიგებთ ხვალ! არცერთ მადრიდისტას არ აქვს უფლება იმის აღიარებისა, რომ ბარსელონა ჩვენზე მაღლა დგას. სამეფო კლუბის დამარცხება, დაჩოქება და უკანა პლანზე გადაწევა განა 5 გოლით შესაძლებელია, თუნდაც უკანასკნელი 5 კლასიკოს მოგებით?
ავტორი: camelo(ოთო დევაძე)
- 30 ნოემბერი 2010
- 4 509
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.