მოურინიო: "ძირითად შემადგენლობას არ შევცვლი"

ბოლო ვარჯის შემდეგ მოურინიომ მედიასთან ხვალინდელი მატჩის შესახებ ისაუბრა.

"კლასიკო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს პირდაპირ კონკურენტს ვხვდებით. ხვალინდელი მატჩი 6 ქულის ტოლფასია, თუმცა რაც არ უნდა მოხდეს წინ კიდევ 25 შეხვედრა გველის. ვიმედოვნებ ხვალ სანახაობრივი ფეხბურთის მომსწრენი გავხდებით და მსაჯები გადამწყვეტ შეცდომას არ დაუშვებენ."

"ჩვენ ბარსელონასთვის ვარჯიშის ახალი მეთოდი არ მოგვიფიქრებია, რადგან ყველა კლუბს თანაბრად ვცემთ პატივს. შესაძლოა ბარსა ლა ლიგას გუნდებთან შედარებით ძლიერია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის."

"კლასიკოში ფავორიტის დასახელება ძალიან რთულია. სტატისტიკა, რომლებითაც გუნდები აქამდე მოვიდნენ ხვალ არაფერს გადაწყვეტს, მთავარია გუნდის შემართება და თავდადება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ გამარჯვების მოპოვებას. ვიმედოვნებ ჩემი გამოცდილება დერბისა და კლასიკოში დამეხმარება ამ მატჩის დადებითი შედეგით დასრულებაში."

"იმ შემთხვევაში თუ ხვალ წავაგებთ, გუნდი მზად არის განაგრძოს ბრძოლა ჩემპიონობისთვის, რადგან ეს შეხვედრა არაფერს წყვეტს. ჩემპიონობა 10 თვის მანძილზე მაღალ დონეზე თამაშის შემდეგ მოდის."

" ამ ორ გრანდსა და ლა ლიგას დანარჩენ გუნდებს შორის დიდი განსხვავებაა, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან თუნდაც ატლეტიკო და ვილიარეალი ანგარიშ გასაწევი გუნდებია. რეალისა და ბარსელონას მიერ დაგროვებული ქულათა მარაგი იმაზე მოწმობს, რომ გუნდები კარგ ფორმაში არიან."

"ვიცი რომ იტურალდე მაღალკვალიფიცირებული მსაჯია და არ ქომაგობს არც ერთ გუნდს, იმედი მაქვს ფეხბურთელები ხელს შეუწყობენ იმაში, რომ მან მატჩი მაღალ დონეზე წაიყვანოს.

  • SunSay
  • 28 ნოემბერი 2010
  • 2 990
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)