პაბლო ხენტო კლასიკოზე

"თეთრების" ყოფილი ნახევარმცველი, რომელმაც "კამპ ნოუზე" ყველაზე მეტი შეხვედრა ითამაშა, იხსენებს საუკეთესო "კლასიკოებს" საკუთარ კარიერაში.

- პირველად "ბარსელონას" წინააღმდეგ როდის ითამაშეთ?

- ჩემი დებიუტი შედგა ჯერ კიდევ მაშინ, როცა "სანტანდერის რასინგში" გამოვდიოდაი. მაშინ ის შეხვედრა "ელ სარდინეროზე" 3:3 დამთავრდა.

- და რაც შეეხება "მადრიდის რეალის" შემადგენლობაში თქვენ პირველ დებიუტის "ბარსას" წინააღმდეგ?

- პირველ შეხვედრაში ჩვენ მადრიდში 5:0 გავიმარჯვეთ, ხოლო "კამპ ნოუზე" კი მათ 4 გოლის გაგვიტანეს (4:1) , თუ არაფერი მეშლება. თანაბარი სიძლიერისა ვიყავით. "ბარსელონას" შესანიშნავი შემადგენლობა ყავდა. იქ თამაშობდნენ კუბალა, სუარესი მანჩონი,ბასორა... მიუხედავად ამისა, მათ მაშინ მხოლოდ ორი ლიგა მოიგეს.

- "ბარსას" წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრებში, რომელს გამოარჩევდით?

- ყველაზე მეტად მახსოვს შეხვედრა, რომელში მე ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე, ის არ მოგვიგია, მაგრამ მაინც. მაშინ ეს შეხვედრა 2:2 დასრულდა, "ლეს კორტს"–ის ძველ სტადიონზე, მე ორი გოლი გავიტანე. ის "მადრიდის რეალში" ჩემი კარიერის დასაწყისი იყო.

- რას გრძნობთ, როცა "რეალი" "ბარსას" გოლს უტანს?

- ყველაზე ბედნიერი ვარ და ამჯერადაც ასე იქნება.

- და რას ღებულობთ ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრებისას გულშემატკივრებისგან?

- ეს სიგიჟეა, როცა ასეთ შეხვედრაში იმარჯვებ მთელი მსოფლიო შენ გეფერება და გილოცავს...

- როცა სტადიონზე მიდიოდით, "ბარსას" გულშემატკივრებს როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ?

- ისინი მუდამ კარგად იქცეოდნენ, როგორც ბარსელონაში, ასევე ბილბაოში. ჩემი ყველაზე კარგი თამაშები მე "ბარსელონასა" და "ატლეტიკის" წინააღმდეგ ჩავატარე.

- და ამავდროულად მძიმეც?

- დიახ, ყველაზე რთული და საუკეთესოები.

- თქვენს შეხვედრებში არის ერთი თამაში, სადაც 4 გოლი გააუქმეს...

- ევროპის თასის განმეორებით შეხვედრაში. ამბობდნენ, რომ ჩვენ ევროპის თასზე გამარჯვება გვეყოფოდა (იცინის). რის შემდეგაც, ჩვენ მათ კვლავ შევხვდით ლა ლიგის ეგიდით და 5:3 გავიმარჯვეთ.

- "ბარსას" რომელი ფეხბურთელი ახერხებდა ყველაზე მეტად თქვენს ჩაკეტვას?

- პარაგვაელი ბენიტესი. ის ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო და მე მას ვერაფერს ვუხერხებდი. ასევე ჩემს წინააღმდეგ კარგად თამაშობდა ოლიველია.


წყარო: Don Balon

  • shvela
  • 28 ნოემბერი 2010
  • 2 120
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2025 (314)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)