სალგადოს კომენტარი
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა მიჩელ სალგადომ Sky Sports-თან მოახლოებულ "კლასიკოზე" ისაუბრა.
სალგადომ გაიხსენა 2000 წელი, როდესაც მადრიდის "რეალში" ლუის ფიგუ ახალი გადმოსული იყო. მაშინდელი ვიზიტი კამპ ნოუზე მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა (2-0).
"მახსოვს როდესაც ნოუ კამპის მივუახლოვდით და უკვე ჩამოსვლას ვაპირებდით, "ბარსელონას" გულშემატკივარი ძალიან ცუდად მოვგექცა. მათ ჩვენი ავტობუსის ხუთი შუშა ბოთლებით და ქვებით ჩალეწეს. ამ ფაქტმა ძალიან გამაღიზიანა.არასპორტული საქციელები ისევ გძელდებოდა. მახსოვს როდესაც ბოთლებთან ერთად ერთ-ერთმა გულშემატკივარმა გაშლილი დანა გვესროლა."
"ახლა კიდე მადრიდის "რეალი" ისევ მიემგზავრება კატალონიაში. იმედი მაქვს მოწინააღმდეგე გუნდის ფანები "ბლანკოსს" ასე აღარ დახვდებიან. სპორტში პატივისცემა უმნიშვნელოვანესია. დარწმუნებული ვარ, რომ ჟოზე მოურინიო კიდევ ერთ სიურპრიზს შემოგვთავააზებს. ძალიან მინდა, სამეფო კლუბმა "ბარსელონა" საკუთარ კედლებში დაამარცხოს და ვფიქრობ ეს ასეც იქნება."
- 27 ნოემბერი 2010
- 2 682
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.