ჟოზე მოურინიოს ინტერვიუ [ნაწილი II]
გთავაზობთ, ჟოზე მოურინიოს ინტერვიუს მეორე ნაწილს.
- ჟოზე, თქვენ გჯერათ, რომ სამეფო კლუბი მაისში ”უემბლიზე” ითამაშებს?
- დაზუსტებით არაფრის თქმა არ შემიძლია.ჩემპიონთა ლგაზე ჩემმა გამოცდილებამ მანახა, რომ აღნიშნული ტურნირი ძალიან რთულია, სადაც შეცდომას არავინ გაპატიებს.ჩვენი მიზანია მერვედ ფინალის გადალახვა.მოგეხსენებათ, ამის გაკეთებას ”რეალი” 2004 წლის შემდეგ ვეღარ ახერხებს.
- როგორც ფიქრობთ, რომელი გუნდები იქნებიან ”ბლანკოსის” მთავარი კონკურენტები?
- ტრადიციულად, ”ჩელსი,” ”მანჩესტერი,” ”ინტერი,” ”ბარსელონა” და ”ბაიერნი” იბრძოლებენ პირველობისათვის.
- რამდენიმე კვირის წინ სამეფო კლუბის მწვრთნელის რანგში ”სან სიროს” სტუმრობდით.როგორი გრძნობა დაგეუფლათ იქ ჩასვლის შემდეგ?
- როგორც ”სან სიროზე,” ასევე ”სტემფორდ ბრიჯზე” ჩემი დაბრუნება ყოველთვის განსაკუთრებული იქნება.სიმართლე გითხრათ, თავი საკუთარ სახლში მეგონა, რამეთუ ძალიან მივეჩვია მილანურ გარემოს.”ნერაძურას” ქომაგები ლოიალურები არიან ჩემთან მიმართება.მათგან ყოველთვის მხარდაჭერასა და პატივისცემას ვგრძნობ.
- როგორ ფიქრობთ, იბრაჰიმოვიჩმა რატომ ვერ გაიდგა ფესვები ”ბარსაში?” ამბობდნენ, რომ შვედის ”რეალში” გადმოყვანას აპირებდით...
- როდესაც ზლატანი ჩემი შეგირდი იყო, ”სერია ას”-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.იბრას დიდ პატივს ცვემ და მინდა გითხრათ, რომ არანაირი პრობლემა არ მაქვს მასთან.რა თქმა უნდა, მისი გადმოყვანა მინდოდა ”ბლანკოსში,” მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, რამეთუ ფიგუს მერე რამდენიმე საუკუნე უნდა გავიდეს, რომ ”ბლაუგრანად” ვინმემ ”თეთრების” რიგები შეავსოს, ან პირიქით.
- რას გვეტყვით, ეტოსა და დროგბაზე?
- ორი ბრწყინვალე ფორვარდის გაწვრთნის საშუალება მქონდა.ვფიქრობ, თანამედროვე ფეხბურთში ასეთი მებრძოლი თავდამსხმელები ცოტანი არიან.
- ”კლასიკომდე” ცოტა დღო რჩება...
- ”ბარსელონას” შესანიშნავი გუნდი ჰყავს.კატალონიელ ფეხბურთელებს საკუთარი ფილოსოფია აქვთ შემუშავებული.ამასთანავე, მათ რიგებში ისეთი მოთამაშენი არიან, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთად აგორებენ ბურთს.ვგონებ, ესპანეთში ”ბლაუგრანას” დამარცხება უფრო რთულია, ვიდრე ევროსარბიელზე.მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგაზე მათი ძლევა ”ინტერითაც” მოვახერხე და ”ჩელსითაც.”
- წლევანდელი ”კლასიკო” საკმაოდ ადრე იმართება...
- ნებისმიერი მწვრთნელისა და ფეხბურთელის ოცნებაა ასეთი რანგის შეხვედრაში მონაწილეობის მიღება.ორშაბათს მთელი მსოფლიოს ყურადღება ”ნოუ კამპისკენ” იქნება მიმართული.ჩემი ნება რომ იყოს, ხვალეც კი ვითამაშებდი (ინტერვიუ ჩაწერილია 23 ნოემბერს).
- კლუბის პრეზიდენტი რომ იყოთ, გვარდიოლას კონტრაქტს გაუფორმებდით?
- სანდრო როსელი რომ ვიყო, პეპს 50 წლით გავუხანგრძლივებდი ხელშეკრულებას.
- რატომ?
- გვარდიოლამ ”ბარსელონიზმი” ბავშვობიდან განიცადა და ვფიქრობ, მასზე უკეთესად ვერავინ გაწვრთნის კატალონიელებს.ის არის ნამდვილი ”კულე,” რომელმაც კარგად იცის კლუბის სამზარეულო.
- ”რეალის” პრეზიდენტობის შემთხვევაში, აირჩევდით გვარდიოლას?
- დიახ.ის შესანიშნავი მწვრთნელია.ჯერ კიდევ 20 წლის წინ ვამბობდი, რომ პეპი ჩინებული დამრიგებელი ადგება თქო.შეგიძლიათ, მონახოთ ის ინტერვიუ.
- როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან?
- ადრე, ჩვენ ერთად ვმუშაობდით ”ბარსელონაში,” მაგრამ ახლა მეტოქე გუნდების ვმოძღვრავთ.ვგონებ, ურთიერთმიმართ დიდი პატივისცემა გაგვაჩნია.
- რამდენიმე წლის წინ ”ბლაუგრანაში” მუშაობდით, მაგრამ ახლა მათი მთავარი მოწინააღმდეგის რიგებში ხართ...
- ეს არის ფეხბურთი.
- 27 ნოემბერი 2010
- 2 165
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.