ალონსომ დაბადების დღე აღნიშნა
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ხაბი ალონსოს დაბადების დღე იყო. მან მოიწვია გუნდის ყველა წევრი. ხაბიმ თავისი დღეობა მადრიდის რესტორან - El Espigón_ში აღნიშნა. როგორც as_ის ჟურნალისტები იტყობინებიან, გუნდის ძირითადი სასაუბრო თემა ''ელ კლასიკო'' იყო.
მადრიდის გუნდს მხოლოდ კაკა აკლდა. როგორც ცნობილია, ბრაზილიელი კლუბს კვირის ბოლოს შეუერთდება.
შეკრება დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. მადრიდის რეალის ფეხბურთელებმა ბარსელონასთან შეხვედრა განიხილეს. პირველად მამადუ დიარა და გაგო გამოვიდნენ რესტორნიდან, შემდეგ კი ყველა დანარჩენი.
ჟურნალისტების დიდ ყურადღებას, გამორჩეულად ჟოზე მოურინიო და კრისტიანო რონალდო იწვევდნენ.
ინფორმაციის წყარო: as.com
- 27 ნოემბერი 2010
- 2 488
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.