”ელ კლასიკოს” ისტორიული ფაქტები
როგორც მოგეხსენებათ 2 ბუმბერაზი გუნდის, მადრიდის ”რეალის” და კატალონიის ”ბარსელონას” დაპირისპირებას დიდი ისტორია აქვს და ამ ფაქტს "ელ კლასიკო" ეწოდება.”ელ კლასიკო” ასევე ცნობილია, როგორც ესპანური დერბი.
პირველი ”ელ კლასიკო” 1928 წლის 17 თებერვალს შედგა, სადაც ”ბარსელონა” სამარცხვინოდ საკუთარ სტადიონზე 1:2 დამარცხდა, თუმცა ეს ”ბარსელონას” დასასრულის დასაწყისი იყო, ვინაიდან მოვიდა ყველაზე ღირსსახსოვარი თარიღი ”რეალი-ბარსას” ურთიერთობის ისტორიაში, 1943 წლის ესპანეთის თასის გათამაშება.
1943 წელს,სანტიაგო ბერნაბეუ ”რეალის" პრეზიდენტად აირჩიეს და იმავე წელს, მისი კლუბი ესპანეთის თასის გათამაშებაში ”ბარსელონას" დაუპირისპირდა.
დედაქალაქში კატალონიელები 1:11 !!! (საგანგაშო ციფრია) დამარცხდა. პირველი ტაიმი ”ბლანკოსმა” 8:0 მოიგო. ”ბარსელონამ” მსგავსი რევანშის აღება ვერასოდეს შეძლო, მხოლოდ 2009 წლის 2 მაისს საცოდავად 2:6 მოუგო, როცა ”რეალი” უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა.
“ელ კლასიკო” განსაკუთრებით გამწვავდა 50-ან წლებში, ეს ყველაფერი უშვალოდ ალფრედო დი სტეფანოს ტრანსფერს უკავშირდება. ამ გენიალური ფეხბურთელის მიმართ ”რეალიც” და ”ბარსელონაც” უდიდეს ინტერესს იჩენდა. ამ დროს ის Club Deportivo Los Millonarios-ში თამაშობდა. ორივე გუნდმა ის საკუთარ რიგებში ჩაწერა, ორივე გუნდი დარწმუნებული იყო, რომ დი სტეფანო მას ეკუთვნოდა. ეს ტრანსფერი ესპანეთის უმაღლეს საფეხბურთო ორგანოებში ინხილებოდა და საბოლოოდ ”სამეფო” კლუბის სასარგებლოდ გადაწყდა. დი სტეფანომ თავის პირველივე ”კლასიკოში” დუბლი შეასრულა. მას მადრიდელთა ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. სხვათა შორის აღსანიშნავია, რომ ბლატერმა დი სტეფანო აღიარა მსოფლიოში ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად.
თამაშების ოდენობა:160
”რეალის” გამარჯვება:68
”ბარსელონას” გამარჯვება:62
ფრე:30
”ელ კლასიკოს” საუკეთესო გოლეადორები:
ალფრედო დი სტეფანო - 18
რაული - 15
ცესარი - 14
ფრანჩესკო გენტო - 14
ფერენც პუშკაში - 14
სანტილანა - 12
უგო სანჩესი - 10
ხუანიტო - 10
ესტანისლაო - 9
- 26 ნოემბერი 2010
- 2 754
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.