უბრალოდ სტატისტიკა
ლა ლიგის ყველაზე მთავარი თამაში ახლოვდება. ამ სტატიაში კი ''ელ კლასიკოს'' მცირე სტატისტიკას მოგიყვანთ.
- ეს იქნება მესამე ''ელ კლასიკო'' რომელიც გაიმართება ორშაბათს.
- ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ბარსელონამ ყველა(ოთხ) შეხვედრაში დაამარცხა სამეფო კლუბი.
- მესის ჯერ არ აქვს გოლი გატანილი იმ გუნდისთვის, რომელსაც ჟოზე მოურინიო წვრთნიდა. სამეფო კლუბის კარი არგენტინელს სულ 7-ჯერ აქვს აღებული.
- გვარდიოლა არის ერთადერთი მწვრთნელი ბარსელონას ისტორიაში, რომელმაც მადრიდის რეალის დამარცხება ზედიზედ 4-ჯერ შეძლო.
- 1929 წლის შემდეგ რეალი და ბარსელონას თამაშები: სულ 160 შეხვედრა, რეალმა მოიგო 68-ჯერ, ბარსელონამ 62-ჯერ, 30 შეხვდრა ფრედ დამთავრდა.
ბოლო შეხვედრა შედგა მადრიდში - სანტიაგო ბერნაბეუზე. ბარსელონამ სამეფო კლუბს სძლია ანგარიშით 2-0.
- რეალს მარცხი არ უგემია უკვე 26 ოფიციალურ შეხვედრაში. 21 მოგება და 5 ფრე. ლა ლიგაში 12 თამაშში 10-ჯერ გაიმარჯვეს და 2-ჯერ ითამაშეს ფრე.
- მას შემდეგ, რაც მადრიდის რეალში ჟოზე მოურინიო მოვიდა, სამეფო კლუბმა 15 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ ოთხჯერ ითამაშა ფრე.
- კრისტიანო რონალდოს ჯერ არ უგემია ბარსელონას კარის აღება. ის ლიდერობს ლა ლიგის ბომბარდირთა სიას. პორტუგალიელმა 12 შეხვედრაში 14-ჯერ აიღო მეტოქის კარი.
მე კი დავამატებ, რომ ექსპერტების აზრით ორშაბათს საოცარი ფეხბურთი გველის და როგორც ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა - ''ეს შეხვედრა შეიძლება ამ ორი გუნდის დაპირისპირების ისტორიაში საუკეთესო გამოდგეს''.
- 26 ნოემბერი 2010
- 2 632
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.