ვალდანო: ”რონალდუს არაობიექტურად აფასებენ”
ხორხე ვალდანომ ”SER”-ას ეთერში ისაუბრა.
- რას გვეტყვით, ”უეფას” მიერ დაწყებულ გამოძიებაზე?
- ვგონებ, უკეთესი იქნება თუ გვერდს ავუვლით აღნიშნულ თემას.თანამედროვე ფეხბურთში ამგვარი ფაქტები პირველად არ მომხდარა.ასევე არ მახსენდება, რომ მოთამაშეს დისციპლინარული სასჯელი მიეღოს.რამდენიმე წლის წინ, ჟუნიონიო, იბრა და ეტო აღმოჩნდენს მსგავს სიტუაციებში, თუმცა ”უეფა” მხოლოდ ფულადი ჯარიმით შემოიფარგლა.მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს რეგლამენტი, რომელიც ასეთ შემთხვევებს არეგულირებს.
- პრესიადოსთან კონფლიქტის შემდეგ, მოურინიომ გთხოვათ რომ მისთვის მხარი დაგეჭირათ?
- არა.ჩვენ ამ თემაზე კომენტარსაც არ გავაკეთებდით, შესაბამისი კომიტეტი რომ არ ჩარეულიყო.
- ვენგერს რამოსისა და ალონსოს საქციელები არ მოეწონა...
- ასეთი შემთხვევებით სავსეა ფეხბურთი, თუმცა სხვა გუნდების მიმართ კრიტიკა არცთუ ისე მძაფრია.ალბათ, უაზრობა იქნება, ხაბისა და სერხიოს რამეში რომ დავსდოთ ბრალი.შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ”რეალი” ერთ-ერთი ყველაზე ”სუფთა” გუნდი იყო.
- როგორი ურთიერთობა გაქვთ მოურინიოსთან?
- შესანიშნავი.”ბერნაბეუზე” თამაშის დროს, ყოველთვის ჩავდივარ გასახდელში.ჟოზე თავისი საქმის უდავო პროფესიონალია.ვფიქრობ, მადრიდისთვის ის იდეალურია.ჩვენ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს და სამომავლო გეგმევს ვსახავთ.
- კმაყოფილნი ხართ გუნდით?
- რა თქმა უნდა.”რეალმა” უდიდესი ნაბიჯი გადადგა პროგრესისაკენ.ამასთანავე შემადგენლობაში მოვიდნენ ფეხბურთელები, რომლებიც ტექნიკური და ფიზიკური სიძლიერით გამორჩეულნი არიან.
- წინა წელთან შედარებით, რა შეიცვალა კლუბში?
- გუნდის რიგები შეავსეს ახალმა მოთამაშეებმა.სასიამოვნო სიურპრიზი გახლდათ, კარვალიოს გადმოსვლა.ჩემი აზრით, სამეფო კლუბი ნამდილად საჭიროებდა ასეთ გამოცდილ ფეხბურთელს.რიკარდო ოპტიმალურ ფორმაშია და მზადაა ”ფორით” ეთამაშოს ახალგაზრდებს.ასევე გამაოცა იმ ფაქტმა, თუ როგორი სისწრაფით მოიპოვა ”ბერნაბეუს” სიყვარული დი მარიამ.
- ”კლასიკოსთვის” ორშაბათი შეუფერებელია?
- რასაკვირველია, ეს არ არის საუკეთესო დღე.ჩინეთში ამ დროს მზე დაიწყებს ამოსვლას, ხოლო მექსიკაში ძალიან გვიანი იქნება.რაც შეეხება ესპანეთს, ჩვენ ორი კვირა გვექნება.
- ნერვიულობთ?
- ასეთი ”რეალი” ნერვიულობის საშუალებას არ მაძლევს.ვიცი, რომ მოთამაშეები ყველაფერს გაიღებენ გამარჯვებისათვის.ასეთი ძლიერი ”ბლანკოსი,” კარგა ხანი არ ყოფილა ”ნოუ კამპზე.”
- ბევრი თვლის, რომ რონალდუ და მოურინიო ანტიმადრიდისტული განწყობის პროვოცირებას ახდენენ...
- თავის დროზე იგივეს ამბობდნენ უგო სანჩესზე, თუმდა ახლა ვერ მოინახება ადამიანი, რომელიც მასზე ცუდს იტყვის.რონალდუ მებრძოლი ფეხბურთელია, რომელიც მუდამ უკეთესობისკენ მიისწრაფვის.
- როგორ ფიქრობთ, იტურალდე გონსალესი ”კლასიკოს” შეეფერება?
- ვგონებ, სწორად შეირჩა არბიტრი, რამეთუ ასეთი მატჩი გამოცდილმა უნდა განსაჯოს.
- დღევანდელ მადრიდში კაკას ადგილი არის?
- რიკარდო ამჟამად ბრაზილიაში იმყოფება, სადაც ტრავმის მოშუშების ბოლო სტადიებს მოითვლის.დარწმუნებული ვარ, რომ მოედანზე დაბრუნების შემდეგ ყველანი ვიხილავთ ახალ კაკას.
- 26 ნოემბერი 2010
- 2 221
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.