კატალონიური კლასიკო (1953-1964)
"ბლანკოსის" შემადგენლობაში ალფრედო დი სტეფანოს გამოჩენამ "კლასიკოს" ახალი ერა წამოიწყო. როგორც იქნა მადრიდის "რეალმა" გამოასწორა სტატისტიკა და დი სტეფანომ შეძლო დაეჩრდილა კუბალა, რომელიც კატალონიელებში გამორჩეული იყო.
1953/1954 წელს "რეალმა" 21 წლიანი პაუზის შემდეგ, როგორც იქნა დაეუფლა ლა ლიგის ტიტულს. მიუხედავად იმისა, რომ სამეფო კლუბი ფორმის ზენიტში იმყოფებოდა, 1958 წლის 2 თებერვალს "ბარსელანოამ" მადრიდში პირველად შეძლო "რეალის" დამარცხება.
მომდევნო ორი შეხვედრაც კატალონიელების გამარჯვებით დასრულდა (4-0 და 3-1). 1960 წელს კი ჩატარდა ლეგენდარული მატჩი. 23 სექტემბერს "ბარსელონა" ისტორიაში ერთადერთი გუნდი გახდა, რომელმაც მადრიდის "რეალის" ზედიზედ ხუთჯერ დამარცხება შეძლო. რამოდენიმე კვირის შემდეგ "ბლანკოსი" ნოუ კამპს ეწვია სადაც გასაოცარი გამარჯვება მოიპოვა. 3:5 დუბლი დი სტეფანომ და ხენტომ გაიფორმეს.
გავიდა ერტი წელი და ზემოთხსენებულმა კუბალამ შური იძია, თუმცა მწვრთნელის რანგში (3-1). თეთრები არ დანებდნენ და მომდევნო ორ თამაშში გამარჯვებები ჩაიწერეს (5-1 და 2-1) 1963 და 1964 წლებში.
- 26 ნოემბერი 2010
- 1 491
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.