პაბლო პრიჯიონი: გუნდი კარგ ფორმაშია
"ოლიმპიაკოსთან" გამარჯვების შემდეგ ეტორე მესინას შეგირდმა, პაბლო პირიჯიონმა განაცხადა, რომ გუნდს ყველაფერი რიგზე აქვს და თანმიმდერობით პროგრესირებს, ამაზე კი ბერძნებთან მოპოვებული გამარჯვება აისახება...
"ბელგიაში განცდილი მარცხის შემდეგ, არავინ იყო კარგ ხასიათზე, მაგრამ ჩვენ მოვიკრიბეთ ძალა და მოვახერხეთ ბერძნების დამარცხება, ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესია გუნდისთვის. ამ მოგებამ ჯგუფის ლიდერები გაგვხადა და უფრო დიდი მოტივაცია მოგვცა."
"გუნდმა მოახერხა ჯგუფში გალიდერება და ეს პატარა საქმე არ არის, ეს ყველაფერი დიდი შრომის ფასად დაგვიჯდა და შეჩერებას არ ვაპირებთ, მწვრთნელ თითოეული კალათბურთელი უსმენს და ითვალისწინებს მის რჩევებს."
"ტკივილებს კიდევ ვგრძნობ, მაგრამ არ მსურს დასვენება, რადგან 100 %-ით ვარ მოტივირებული თითოეული შეხვედრის მოსაგებად, ყველაფერი წინ არის,იმედი მაქვს ცოტა ხანში გამივლის ტკივილები და ჩვეულ ფორმაში ჩავდგები."
- 26 ნოემბერი 2010
- 1 511
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.