ვენგერი: ''ალონსოს და რამოსის საქციელი ამაზრზენია''
ლონდონის არსენალის მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა თავისი აზრი გამოთქვა ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში მომხდარ ფაქტზე, სადაც მადრიდის რეალის ფეხბურთელებმა, ხაბი ალონსომ და სერხიო რამოსმა წითელი ბარათები მიიღეს.
მსგავსი საქციელი არასოდეს არ უნდა განმეორდეს. ეს ამაზრზენია. ასეთი დიდი კლუბის ფეხბურთელები, არ უნდა კადრულობდნენ ამდაგვარ ქმედებებს. ამით ფეხბურთს დიდ ზიანს აყენებენ. მე დიდ პატივს ვცემ სამეფო კლუბს, მაგრამ არ მინდა ასეთი შემთხვევები ხდებოდეს. ყოველთვის პატივი უნდა სცე მოწინააღმდეგეს. გულშემატკივრები იხდიან ფულს, რათა იხილონ სანახაობა და არა ასეთი ქმედებები. მე ვთვლი, რომ ყველამ დაინახა, თუ როგორ გამოიყურება მოედანზე ასეთი არასაფეხბურთო ქმედება და მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.
ინფორმაციის წყარო: www.arsenal.com
- 26 ნოემბერი 2010
- 2 368
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.