"El Clásico" - ისტორია და ციფრები
გთავაზობთ "ელ კლასიკოს" ისტორიას, ყველაზე საინტერესო " ელ კლასიკოების" შედეგბს და უამრავ საინტერესო სტატისტიკას...
"ელ კლასიკო" - ეს არის მატჩი,რომელიც იმართება მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას" შორის. როგორც წესი ეს არის უმნიშვნელოვანესი მატჩი არამარტო ორივე გუნდისთვის, არამედ მთლინად საფეხბურთო სამყაროსთვის. ამ მატჩს მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კლუბები ერთმანეთს მინმუმ ორჯერ ხვდებიან საფეხბურთო სეზონში. თუმც ყოფილა შემთხვევა,როცა მათ 9 მატჩი გაუმართავთ.
მადრიდი და ბარსელონა- ეს არის ესპანეთის ორი უდიდესი ქალაქი. პირველი მათგანი დედაქალაქია,ხოლო მეორე კატალონიის მხარის მთავარი ქალაქი. უკვე დიდი ხანია ამ ქალაქებსა და საერთოდ კატალონიასა და დანარჩენ ესპანეთს შორის დაპირისპირებაა. ცხადია ეს ფეხბურთსეც აისახება.
"რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება 1929 წლიდან დაიწყო. სწორედ ამ წელსვე გაიმართა პირველი "ელ კლასიკო",რომელიც ბარსელონაში ჩატარდა და "რეალის" გამრჯვებით 1-2 დასრულდა. ამ პერიოდში ესპანეთში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. ქვეყანაში ფრანკოს დიქტატურა იყო. ერთი სიტყვით ყოვლად განუკითხაობა იყო. ამიტომ ეს ჩატარებული მატჩი საწინდარი გახდა კიდევ უფრო მეტი დაპირისპირებისა. შეიძლება ითქვას,რომ ფრანკოს "ბარსელონა" სძულდა არა იმისთვის,რომ "რეალის" მეტოქე იყო, არამედ იმისთვის,რომ კატალონიის კლუბი იყო.
მათი მეტოქეობა მაშინ გამძაფრდა,როცა დადგა 1950 წელი. ამ წელს საზოგადოების თვალწინ წარმოჩინდა უნიჭიერესი ახალგაზრდა ფეხბურთელი - ალფრედო დი სტეფანო. წარმოშობით არგენტინელი ვუნდერკინდისთვის ბრძოლაში "რეალიც" და "ბარსელონაც" აქტიურად ჩაება. საბოლოოდ დიდი ძალისხმევის შედეგად დი სტეფანო "ბლანკოსის" საკუთრება გახდა და შემდგომ მის ლეგენდადაც იქცა.
როგორც წესი ამ ორი კლუბიდან ფეხბურთელები ერთმანეთში არ გადადიოდნენ. პირველი ეს გააკეთა ლუიშ ფიგუმ,რომელმაც კატალონიური კლუბი დატოვა და მადრიდს მიაშურა. ამან ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. პორტუგალიელი ბარსელონაში ვეღარ ჩადიოდა. ერთი სიტყვით ყველაფერი მიწყნარდა. მაგრამ "რეალშიც" და "ბარსელონაშიც" ხშირად გადადიოდნენ ისეთი ფეხბურთელები,რომელთაც ადრე ქონდათ მეტოქიც რიგებში ნათამაშები. ამის ნათელი მაგალითი ბრაზილიელი ფენომენი - რონალდოა.
1929 - ბარსა 1-2 რეალი , რეალი 0-1 ბარსა
1930 - ბარსა 1-4 რეალი , რეალი 5-1 ბარსა
1934 - რალი 4-0 ბარსა
1935 - რეალი 8-2 ბარსა , ბარსა 5-0 რეალი , ბარსა 0-3 რეალი
1941 - რეალი 4-3 ბარსა
1943 - ბარსა 5-5 რეალი
1945 - ბარსა 5-0 რეალი , რეალი 3-2 ბარსა
1948 - ბარსა 4-2 რეალი
1949 - ბარსა 3-1 რეალი , რეალი 6-1 ბარსა
1950 - ბარსა 2-3 რეალი , ბარსა 7-2 რეალი
1951 - რეალი 4-1 ბარსა , რეალი 5-1 ბარსა
1952 - ბარსა 4-2 რეალი
1953 - რეალი 5-0 ბარსა
1954 - ბარსა 5-1 რეალი , რეალი 3-0 ბარსა
1958 - ბარსა 4-0 რეალი
1960 - ბარსა 3-5 რეალი
1963 - ბარსა 1-5 რეალი , რეალი 4-0 ბარსა
1964 - რეალი 4-1 ბარსა
1969 - რეალი 3-3 ბარსა
1974 - რეალი 0-5 ბარსა
1978 - რეალი 4-0 ბარსა
1994 - ბარსა 5-0 რეალი
1997 - რეალი 2-3 ბარსა
1999 - რეალი 2-2 ბარსა
2005 - რეალი 4-2 ბარსა , რეალი 0-3 ბარსა
2007 - ბარსა 3-3 რეალი
2008 - რეალი 4-1 ბარსა
2009 - რეალი 2-6 ბარსა
"ლა ლიგაში" ჩატარებული 160 კლაიკოდან 68-ში "რეალმა" იმარჯვა, 62-ში "ბარსელონამ", ხოლო 30 მატჩი ფრედ დასრულდა.
1943 - რეალი 11-1 ბარსა
1956 - ბარსა 6-1 რეალი
1958 - რეალი 2-4 ბარსა
1973 - რეალი 4-0 ბარსა
სულ "კოპა დელ რეის" ეგიდით ჩატარებული "ელ კლასიკოებიდან" 9 "რეალმა" მოიგო, 14 "ბარსამ", ხოლო 5 მატჩი ფრედ დასრულდა.
საერთო ჯამში გაიმართა 211 "ელ კლასიკო" . მათგან 94 "რეალმა" მოიგო, ხოლო 86-ში "ბარსელონამ".
"ელ კლასიკოს" ბომბარდირები:
დი სტეფანო - 18 გოლი
რაული - 15 გოლი
სეზარი - 14 გოლი
სულ 33 ფეხბურთელია,რომელთაც "ბარსაშიც" აქვს ნათამაშები და "რეალშიც".
ინფორმაციის წყარო: wikipedia.org
სტატიის ავტორი: WISHMASTER
- 26 ნოემბერი 2010
- 11 462
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.