ალონსო კლასიკოზე

ხაბი ალონსომ ინტერვიუ მისცა "მადრიდის რეალის" სპონსორს Bwin.com–ს,სადაც ტოტალიზატორში თამაშის მოყვარულებს მოუწოდა ,რომ 2–იანი დაწერონ. მისი აზრით, სწორედ "სამეფო კლუბი" გაიმარჯვებს ამ შეხვედრაში.

მაშინ, როცა ბევრი პროგნოზს აკეთებს და ამ თამაშში ცდილობს დაინახოს ლა ლიგის 2010/2011 წლების სეზონის ჩემპიონი, "ბლანკოსების" 14 ნომერი აცხადებს, რომ ამის გარდა, როგორც ერთ, ასევე მეორე კლუბს სხვა მნიშვნელოვანი თამაშების ჩატარება მოუწევს და რომ ეს არ იქნება გადამწყვეტი:

"წინ კიდევ ბევრი თამაშია და მიუხედავად შედეგისა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ და "ბარსელონას" ჩემპიონობის თანაბარი შანსი გვექნება."

"შეტევაში ძლიერი და სწრაფი ფეხბურთელები გვყავს, რომლებსაც გოლის გატანა ნებისმიერ წუთს შეუძლიათ. დაცვის ხაზიც ძალიან სოლიდურად გამოიყურება. მცველებისთვის ყოველთვის უფრო ადვილია თამაშის კონტროლი, როცა კლუბი საათივითაა აწყობილი. ამჟამად კარგად ვთამაშობთ, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვუმატოთ. გაჩერება არ გვსურს."

""ბარსელონა" კარგი კლუბია. მათ ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავთ და მხოლოდ რომელიმე მათგანისთვის მეტი ყურადღების დათმობა შეცდომა იქნება, ვინაიდან მაშინ სხვა, უფრო სახიფათო გამოგვეპარება. ბოლო წლების განმავლობაში მათ ბევრი ტიტული მოიგეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მათ ბრძოლას გავუმართავთ. ორივე თამაშში ("კამპ ნოუზე" და "სანტიაგო ბერნაბეუზე") მნიშვნელოვანია, ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ სხვა შეხვედრებიც გვაქვს ჩასატარებელი."


წყარო: Realmadrid.com



  • shvela
  • 25 ნოემბერი 2010
  • 2 239
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 რაფინია 11
3 მბაპე 10
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (298)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)