ჩემპიონები აფრიკის დასახმარებლად III–ის პრეზენტაცია
როგორც მოგეხსენებათ, "ჩემპიონები აფრიკის დასახმარებლად" არის სოციალური პროგრამა, რომლის მიხედვითაც 29 დეკემბერს "ვისენტე კალდერონზე" გაიმართება საქველმოქმედო მატჩი ვარკსვლავების მონაწილეობით, შემოსული თანხები კი მთლიანად UNICEF–ს გადაერიცხება. ამ პროგრამის პრეზენტაციას დაესწრნენ ფლორენტინო პერესი და სერხიო რამოსი.
სერხიო რამოსი:
"წინა წელს ეს ღონისძიება მშვენივრად ჩავატარეთ,ანალოგიურის მოლოდინი გვაქვს ამ წელსაც. მაყურებელთა და გულშემატკივართა მოსაზიდად, შევეცდებით, რაც შეიძლება ბევრი ვარსკვლავი დავპატიჟოთ. გვსურს, რომ ჩვენი დახმარებით აფრიკელმა ბავშვებმა სარგებელი ნახონ."

"წინა წელს მატჩის დღეს წვიმას არ გადაუღია, მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, მართალია, ძნელია "სანტიაგო ბერნაბეუს" გავსება, მაგრამ ჩვენ მაშინ 300 000 ევროს მოგროვება მოვახერხეთ."
"ამ ზაფხულს წილად მხვდა სენეგალში მოგზაურობა, მინდა გითხრათ რომ ამ ტურმა ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ეს დაუვიწყარი და ენითაღუწერელი იყო. მან ბევრ რამეზე დამაფიქრა."

ფლორენტინო პერესი:
"როგორც ნამდვილი მადრიდისტასთვის, ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ პროგრამაში, რომელიც მალიში მცხოვრებ 100 ათას ბავშვს დახმარებას აღმოუჩენს. ფეხბურთი სოციალური და ჰუმანიტარული პროგრამების განხორციელების დიდებული საშუალებაა. მისი საშუალებით ძალიან ადვილია სოლიდარობის/მხარდაჭერის გამოხატვა. "მადრიდის რეალის" ერთ–ერთი მიზანი კი ასეთ პროგრამებში მონაწილეობის მიღებაა. ფეხბურთი ის სპორტია, რომელიც ბავშვების გულებს ყველაზე მეტად ახარებს."

"ჩვენ ვიცავთ ბავშვების უფლებებს, რომლებიც ეხება ჯამრთელობას და გამათლების მიღების შესაძლებლობას. "მადრიდის რეალი" არასდროს არ წავა სხვა მიმართულებით და ის მუდამ ითანამშრომლებს ისეთ ორგანიზაციებთან , როგორიც UNICEF–ია. ესაა მატჩი, რომელშიც ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ."
წყარო: realmadrid.com
- 25 ნოემბერი 2010
- 1 672
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.