"ბარსელონასთვის" მზადება დაიწყო
ერთდღიანი დასვენების შემდეგ სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა თავი ვალდებებასის საწვრთნელ ბაზაზე მოიყარეს. ტრავმების გამო გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშეს იგუაინმა, ხედირამ, კაკამ და გაგომ.
ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში დღეს 21 ფეხბურთელი იყო. ვარჯიშის პირველი 15 წუთი ფიზიკურ დატვირთვებს დაეთმო. გუნდი ორ ჟგუფად დაიყო, რომელთაც რუი ფარია და სანტი ლოსანო ხელმძღვანელობდნენ. პირველი გუნდში მოხვდნენ: რონალდო, არბელოა, ალბიოლი, მარსელო, რამოსი, ლასსი, ბენზემა, დი მარია, ოზილი და ალონსო. ხოლეო მეორე ჟგუფში: მაჰამადუ დიარა, გარა, გრანერო, მატეოსი, კანალესი, პედრო ლეონი, პეპე და კარვალიო.
რაც შეეხებათ ტრავმირებულ იგუაინს, ხედირას, გაგოს და კაკას, ისინი ისევ თავდაუზოგავად შრომობენ, რათა მალე დაუბრუნდნენ გუნდს.
- 25 ნოემბერი 2010
- 2 088
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.