ჟოზე უშანსოდ არავის ტოვებს
მას შემდეგ, რაც სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გახდა თითქმის ყველა ფეხბურთელს ეძლევა სათამაშო დრო. ყველაზე მეტ ხანს მოედანზე ხაბი ალონსო, იკერ კასილასი, კრიშტიანო რონალდო, მარსელო და გონსალო იგუაინი ატარებენ. ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში კი, რომელიც გუნდმა ამსტერდამულ "აიაქსთან" გამართა, მატეოსსაც ჰქონდა დებიუტი. თითოეულ მადრიდისტას ეძლევა გარკვეული დრო იმისათვის, რომ საკუთარი თვისებები წარმოაჩინოს. ეს არ ხდება მხოლოდ ლა ლიგაში, პორტუგალიელი მწვრთნელი "კოპა დელ რეისა" და ჩემპიონთა ლიგაზეც აძლევს შანსს ფეხბურთელებს...
ყველაზე ნაკლებად მხოლოდ ორი მოთამაშე გამოდის მოედანზე, ესენი კი იკერ კასილასის შემცვლელები არიან. ესპანელი კაპიტანი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და მისი შემადგენლობიდან ამოვარდნა გამორიცხულია. სწორედ ამითაა განპირობებული ის, რომ დუდეკს და ადანს საერთოდ არ უთამაშიათ, იკერის ანგარიშზე კი ამ დროისთვის ზუსტად 1,710 წუთია.
პორტუგალიელ მოთამაშეს, კრიშტიანო რონალდოს კასილასის შემდეგ ყველაზე მეტი დრო აქვს დაყოფილი მოედანზე (1,643 წუთი). შემდეგ მოდიან ბრაზილიელი მარსელო, ესპანელი ხაბი ალონსო და არგენტინელი გონსალო იგუაინი, შესაბამისად 1599, 1567, 1386 წუთით.
ფერნანდო გაგოს, ეზეკილ გარაის და რიკარდო კაკას კი საერთოდ არ აქვთ ნათამაშები, რადგან მათ მძიმე ტრავმები აწუხებთ, თუმცა დრო გადის და დაზიანებები ნელ-ნელა შუშდება, ამ ფეხბურთელების დაბრუნებას მადრიდში დიდი ხანია ელოდებიან.
- 25 ნოემბერი 2010
- 1 993
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.