”უეფამ” წითლების შესწავლა დაიწყო
მოგეხსენებათ, ამსტერდამში გამართულ მატჩში, სერხიო რამოსმა და ხაბი ალონსომ საკმაოდ უწყინარ სიტუაციაში მიიღეს მეორე ყვითლები.
ესპანური პრესის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მადრიდელმა ფეხბურთელებმა განზრახ ”გამოსტაცეს” არბიტრს გაფრთხილებები და ამით თავიდან აიცილეს ლიგის შემდეგ ეტაპზე შესაძლო დიკსვალიფიკაცია.
აღსანიშნავია, რომ ”უეფამ” სწორედ ამ გაძევებების შესწავლა დაიწყო.იმ შემთხვევაში თუ, ”თეთრებს” დაუმტკიცდებათ, რომ მათ ძალით მიიღეს წითლები, ევროპული ფეხბურთის ორგანიზაციისაგან რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაცია ელით.
- 24 ნოემბერი 2010
- 3 632
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.