მოუს ”ოინები”
როგორც იცით, მადრიდელებმა ამსტერდამელებთან შეხვედრა 9 კაცით დაასრულეს.
მატჩის მთავარმა მსაჯმა ბოლო წუთებზე ხაბი ალონსო და სერხიო რამოსი გააძევა მოედნიდან.ორივე მათგანმა მეორე ყვითელი ბარათები საკმაოდ კურიოზულ სიტუაციებში მიიღეს.გამოცემა ”ას”-ის აზრით, აღნიშნული გაძევებები მოურინიოს ოინებია, რამეთუ პორტუგალიელს არ უნდა, რომ რომელიმე მის ფეხბურთელს ლიგის რომელიმე ეტაპის გამოტოვება მოუხდეს.
ჟურნალისტის თქმით, ჟოზემ დუდეკის საშუალებით მიაწვდინა ხმა შეგირდებს იმის შესახებ, რომ მათ წითელი ბარათები უნდა მიეღოთ.ალბათ, კარგად დაინახეთ, ერთ-ერთ ეპიზოდში პოლონელი გოლკიპერი კასილასსთან იყო მისული და ”რაღაცებს” უხსნიდა.
- 24 ნოემბერი 2010
- 3 312
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.