რაული - ბუნდეს ლიგის ტურის მოთამაშე
როგორც იცით გერმანიის ბუნდეს ლიგის წინა ტურში (მე-13 ტური), მადრიდის "რეალის" უკვდავმა ლეგენდამ რაულ გონსალეს ბლანკომ დიდებულად ითამაშა. მან სამჯერ მოახერხა "ვერდერის" კარის დალაშქვრა.
"უბერებელი რაული", სწორედ ასე მოიხსენიებდნენ მატჩის შემდეგ "შალკეს" 7-იანს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ირონიულად ბურთი ჩაიხუტა და არავის აძლევდა.
რაული ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და მეტიც, იგი ამ უქმეებზე საუკეთესო აღმოჩნდა და ტურის ყველაზე წარმატებულ ფეხბურთელად დაასახელეს. აღსანისნავია ისიც, რომ რაულთან ერთად მოხვდა მისი ყოფილი თანაგუნდელი კრისტოფ მეტცელდერი. გერმანელმა მცველმაც მოახერხა ერთი ბურთის გატანა (შალკე 4-0 ვერდერი).
- 23 ნოემბერი 2010
- 2 336
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.