მოუ:ბარსას ფანებს არასოდეს დაავიწყდებათ ოცნებები რომ დავუნგრიე
მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა რომ კატალონიაში მას როგორც მტერს ისე მიიღებენ.ბარსელონა წინა წელს ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგის თასი სანტიაგო ბერნაბეუზე აეწია, მაგრამ მათ გზაზე სწორედ ჟოზე მოურინიო გადაეღობა თავისი ინტერით და ბარსას არ მისცა საშუალება ლიგის თასი აეწია მოსისხლე მტერის სტადიონზე.
"რათქმაუნდა მე კატალონიაში როგორც მტერს ისე მიმიღებენ თუმცა ამისთვის მზად ვარ,რადგან ეს პირველად არ ხდება,ინტერთანაც ასე იყო მაგრამ როგორც ხედავთ მას ჩემზე არ უმოქმედია და ჩემი გუნდი იმ დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვიდა.ბარსას ფანებს არასოდეს დავავიწყდები რადგან სწორედ მე ჩემი გუნდით გადავეღობე მათ გზაზე და ოცნებები დავუნგრიე მოეგოთ ჩემპიონთა ლიგა სანტიაგო ბერნაბეუზე. ასეთი შანსი მათ ალბათ კარგა ხანი არ ექნებათ.
მათთვის მე ვარ ე.წ "ნონ გრატის" პერსონა.ამიტომ ისენი როგორც მტერს ისე მიმიღებენ,თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამისთვის მზად ვარ და ჩემი გუნდიც მზად იქნება"-განაცხადა მოურინიომ.
- 23 ნოემბერი 2010
- 2 975
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.