ბრწყინვალე გონსალო
მოგეხსენებათ, გუშინდელ შეხვედრაში პირველი გოლის გატანა სამეფო კლუბის გოლეადორმა, გონსალო იგუაინმა მოახერხა. ეს გოლი მისთვის მეექვსე იყო ბილბაოს "ატლეტიკის" კარში. პიპიტას ტრადიციად ექცა ბასკთა კარის აღება...
არგენტინელ ფორვარდს "ბილბაოს" წინააღმდეგ 6 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ამავე რაოდენობის გოლებს მოითვლის. პიპიტამ "ბასკებთან" შეხვედრა უგოლოდ მხოლოდ 2007/08 წლების სეზონის შეხვედრაში დატოვა. ამის შემდეგ კი გონსალო "ატლეტიკის" კარის დარაჯს მუდამ ამწუხრებს, ახალგაზრდა მოთამაშემ ერთხელ დუბლის შესრულებაც შეძლო "ბასკების" კარში.
გამონაკლისი არც წლევანდელი წელი გამოდგა, არგენტინელმა ტრადიციისამებრ გაიბრწყინა და კვლავ აიღო ბილბაოს კარი.
22 წლის ფეხბურთელისთვის ეს შესანიშნავი შედეგია, დღიდან დღემდე და თამაშიდან თამაშამდე გონსალო იხვეწება და სამეფო კლუბისთვის უფროდაუფრო მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება.
- 21 ნოემბერი 2010
- 2 388
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.