ბენზემა სასტარტოში იქნება?

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით ამსტერდამის აიაქსთან შეხვედრაში სამეფო კლუბის ფრანგი ფორვარდი, კარიმ ბენზემა სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ეს იქნება კარიმის შანსი, გონსალო იგუაინს კი დასვენების საშუალება მიეცემა და იგი კონცენტრირებული "ბარსელონასთან" შეხვედრაზე იქნება, რომელიც ერთ კვირაში შედგება...

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სამეფო კლუბს არანაირი პრობლემა არ აქვს, მოურინიოს დამოძღვრილებს უკვე განაღდებული აქვთ 1/8 ფინალის საგზური ამიტომ ისინი დიდ ძალას არ დახარჯავენ "ელ კლასიკოს" წინ.

ასევე გამორიცხულია სამი ხედირას თამაში, რომელიც ტრავმირებულია და აღდგენით კურსს 2-3 დღე დასჭირდება, პორტუგალიელ სპეციალისტს არ სურს დამატებითი პრობლემების შექმნა, ამიტომ გერმანელ მოთამაშეს დასვენების საშუალება მიეცემა.

ამსტერდამულ კლუბთან კიდევ ერთი ფეხბურთელი შეიძლება არ გამოჩნდეს მოედანზე, ეს არის ჟოზეს თანამემამულე რიკარდო კარვალიო, რომელიც ფეხბურთისთვის არც ისე ახალგაზრდაა და რეგულარული თამაში მის კონდიციაზე მოქმედებს.

  • Hala
  • 21 ნოემბერი 2010
  • 2 065
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)