დი მარია, იგუაინი და კარვალიო
მადრიდის "რეალის" სამმა ფეხბურთელმა დი მარიამ, იგუაინმა და კარვალიომ "ატლეტიკთან" მატჩზე ისაუბრეს.
დი მარია:
"ძალიან გამიხარდა გუნდის გამარჯვება. ჩვენ გულშემატკივრების გასახარებლად ყველაფერი გავაკეთეთ და ვფიქრობ ეს გამოგვივიდა კიდეც. მატჩს სრულად ვაკონტროლებდით. ბოლო წუთებზე ძალიან გამიჭირდა თამაში, რადგან წინა ტურები ძალიან რთული იყო და ბოლომდე მომიწია დახარჯვა. ეს იმის ბრალიც იყო, რომ გუნდი ბევრს მოგზაურობს სხვადასხვა ქალაქში."
გონსალო იგუაინი:
"ჩვენი მთავარი მიზანი "მალაგას" დამარცხების შემდეგ "ელ კლასიკომდე" ყველა თამაშოს მოგება იყო. გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილს ლიდერობს. ბილბაოს "ატლეტიკის" კარში ხუთი გოლი მქონდა გატანილი, დღეს კი მეექვსე გავიტანე. მოხარული ვარ იმით, რომ გუნდის დახმარება შევძელი."
"კასილასი პირველ ტაიმში გამორჩეული იყო. მან ძალიან რთული ბურთების მოგერიება მოახერხა. მეორე ტაიმში კი ჩვენ ვუტევდით სტუმრებს, რამაც განაპირობა ის, რომ იკერს ნაკლების სამუშაო ჰქონდა."
რიკარდო კარვალიო:
"კლასიკო ძალიან დაძაბული იქნება. "ბარსელონა" წლების მანძილზე ერთი და იგივე შემადგენლობით ასპარეზობს და ფეხბურთელები კარგად არიან შეთამაშებულნი. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ "რეალი" ფორმის ზენიტში იმყოფება და მოგების შანსიც გვაქვს. მე ვიცი რომ შეგვიძლია."
- 21 ნოემბერი 2010
- 3 682
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.