რონალდო, რამოსი, პეპე და მარსელო
შეხვედრის დასრულების შემდეგ, კრიშტიანო რონალდომ, სერხიო რამოსმა, პეპემ და მარსელომ კომენტარები გააკეთეს.
რიშტიანო რონალდო:
"პირველ ტაიმში გატანილი გოლი უმნიშვნელოვანესი იყო. შეხვედრის მეორე ნახევარში კი გუნდმა თამაშს უფრო მოუმატა. დიდებული შემადგენლობა გვყავს, რითაც ყველა ბედნიერი ვართ. დღეს ორმაგად გახარებული ვარ, რადგან გოლი გავიტანე და გუნდმა მორიგი სამი ქულა მოიპოვა. ყველაფერს გავაკეთებ ლა ლიგის მოსაგებად. რაც შეეხება პიჩიჩის, ეს ტიტული ჩემთვის მეორეხარისხოვანია."
სერხიო რამოსი:
"იმედი მაქვს შემდეგ ტურში ფანები ისევე ისიამოვნებენ, როგორც ეს დღეს იყო. ჩვენ სანერვიულო არაფერი გვაქვს. მშვიდად უნდა ვიყოთ და გამარჯვებები მოვიპოვოთ. მადრიდის "რეალი" დღემდე მსოფლიოს საუკეთესო გუნდია."
პეპე:
"ამ მატჩში სამი ქულის აღება ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ ტურში ნოუ კამპს ვეწვევით. იმედია იქაც წარმატებულად ვითამაშებდთ. მატჩიდან მატჩამდე ვამტკიცებთ, რომ საუკეთესო გუნდი ვართ. სერხიოს მიერ გატანილი პენალტი ძალიან სასიამოვნო იყო. ამ გოლით ჩვენ უპირატესობა გავიმყარეთ."
მარსელო:
"სანამ კატალონიის "ბარსელონაზე" ვიფიქრებთ და ვისაურბებთ, მანამდე ძალიან რთული მატჩი გვაქვს ჩასატარებელი "აიაქსის" წინააღმდეგ."
- 21 ნოემბერი 2010
- 2 336
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.