კარანკა: უნდა შეგვეტია და ბოლომდე დავხარჯულიყავით
ჟოზე მოურინიოს ასისტენტმა, გუშინ კიდევ ერთხელ უთავკაცა მადრიდის "რეალს". მატჩის დასრულების შემდეგ კი მან კომენტარი გააკეთა.
"ის ფაქტი, რომ სერხიო რამოსმა პენალტი დაარტყა, ცოტა არ იყოს სასაცილო და დაუჯერებელია. ასეთ მომენტში კრიშტიანო რონალდო ყოველთვის ყველაფერს თავის თავზე იღებს. არ ვიცი რამოსმა და რონალდომ რა უთხრეს ერთმანეთს, თუმცა ის ვიცი, რომ მოურინიო გაოცებული დარჩა ამ ფაქტით. სერხიო ყველაფერს ხედავდა და სიტუაციას აკონტროლებდა. სწორედ ამიტომ თერთმეტმეტრიანი დარტყმა მან უნაკლოდ შეასრულა."
"პირველ ტაიმში მთლად კარგად ვერ ვითამაშეთ. ჯერ-ჯერობით "ატლეტიკი" ყველაზე რთული მეტოქე იყო წლევანდელ სეზონში. ლიორენტე, მუნიანი და სუსაეტა ძალიან სახიფათო ფეხბურთელები არიან. თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ კასილასი გვყავს. იკერი ყოველ მატჩში ამტკიცებს, რომ მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერია. როდესაც ანგარიში 2-1 გახდა, მივხვდით, რომ ბასკებს კიდევ ექნებოდათ შანსები, ამიტომ ჩვენ უნდა შეგვეტია და ბოლომდე უნდა დავხარჯულიყავით."
"კაპაროსმა განაცხადა, რომ თუ "რეალს" თამაში მისდის, თეთრები 4-0 იგებენ. დღევანდელი მატჩი 5-1 დასრულდა, რაც იმის შედეგია, რომ ჩვენ ძალიან სწრაფი ფეხბურთი ვითამაშეთ. ასევე გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის გულშემატკივარს, რომელიც 100% გვიდგაანან გვერდით და გვამხნევებენ."
"ბარსელონას მატჩი ჯერ არ მინახავს. მათ ძალიან დიდი ანგარიშით დაამარცხეს მოწინააღმდეგე, თუმცა სატურნირო ცხრილის სათავეში ისევ ჩვენ ვართ. შემდეგი ორშაბათი ძალიან საინტერესო იქნება, თუმცა მანამდე ჩვენი მთავარი საფიქრალი "აიაქსია".
- 21 ნოემბერი 2010
- 1 989
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.