დანაპირები შესრულებულია

ბილბაოს "ატლეტიკთან" შეხვედრის წინ, გონსალო იგუაინზე ბევრი საუბრობდა. არგენტინელ მოთამაშეს ბასკებთან ბრწყინვალე სტატისტიკა ჰქონდა. იგი თითქმის არ ტოვებდა მოედანს უგოლოდ, როდესაც სამეფო კლუბი ატლეტიკს უპირისპირდებოდა. ამასთან დაკავშირებით პიპიტას ინტერვიუს ჩაწერაც თხოვეს და თანხმობა მიიღეს. ჟურნალისტთან საუბრის ბოლოს გონსალო გულშემატკივრებს გატანილ გოლს დაპირდა და მისი სიტყვა შესრულებულია...

გთავაზობთ მცირე ამონარიდს: "ბილბაოსთან ყოველთვის დამაჯერებლად გამოვიყურები და დარწმუნებული ვარ მომდევნო მატჩშიც მოვახერხებ ბასკების კარის აღებას. მადრიდულ ინჩადას გატანილ გოლს ვპირდები."

შეხვედრის მე-19 წუთზე პიპიტამ დანაპირები შეასრულა და პირველი გოლის ავტორი "ბილბაოს" კარში სწორედ ის გახდა. გონსალომ საფუძველი ჩაუყარა, მადრიდის "რეალის" ბრწყინვალე გამარჯვებას.

ეს გოლის არგენტინელისთვის რიგით მეშვიდე გახლდათ მიმდინარე სეზონში. ახალგაზრდა მოთამაშეს ჯერ არ დაუკარგავს პიჩიჩის მოპოვების იმედი.

გონსალომ მოედანზე ზუსტად 1011 წუთი დაჰყო. მისი სტატისტიკა ასეთია . 12 შეხვედრა, 1011 წუთი და 7 გოლი.

  • Hala
  • 21 ნოემბერი 2010
  • 1 661
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)