რონალდოს ჰეთ-თრიკი, სხვაობა აღდგენილია
მოგეხსენებათ ლა ლიგის ბომბარდირთა დავას მე-12 ტურამდე სამეფო კლუბის პორტუგალიელი მოთამაშე, კრიშტიანო რონალდო ლიდერობდა. დღეს კი მისმა უშუალო კონკურენტმა არგენტინელმა, ლიონელ მესიმ 3 გოლის გატანა მოახერხა და 13 გოლით "დროებით" ჩაუდგა პიჩიჩისთვის ბრძოლას სათავეში...
კატალონიელთა თამაშის შემდეგ, ესპანეთის დედაქალაქში სამეფო კლუბმა ბილბაოს "ატლეტიკი" მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით, 5-1 დაამარცხა. კრიშტიანო რონალდომ კი ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა და ლიონელთან სხვაობა აღადგინა, პორტუგალიელის ანგარიშზე უკვე 15 გოლია, ხოლო არგენტინელის 13.
ნიშანდობლივია, რომ რონალდოს პოკერის შესრულებაც შეეძლო, თუ იგი არ დაუთმობდა პენალტის შესრულების საშუალებას სერხიო რამოსს.
ასევე აღდგა პრიმერას ლიდერის პოზიციაც. სანამ "ბლანკოსი" ითამაშებდა, მანამდე "ბარსელონამ" შთამბეჭდავად გაიმარჯვა და ცხრილს სათავეში ჩაუდგა, მაგრამ დედაქალაქელთა მატჩის შემდეგ "რეალი" კვლავინდებურად დაუბრუნდა ჩვეულ პოზიციას, ჟოზე მოურინიოს შეგირდები პირველ ადგილს იკავებენ.
- 21 ნოემბერი 2010
- 2 271
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.