მიგელ ტორესი შეიძლება "ხეტაფეს" ფეხბურთელი გახდეს
მიგელ ტორესი მანუელ პელეგრინის გეგმებში არ შედის."ხეტაფეს" მთავარი მწვრთნელი მიჩელი დაინტერესებულია მიგელის შეძენით და მათ წინადადებით მიმართეს "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობას.
ტორესი,როგორც ვან დერ ვაარტი ითვლებიან გუნდიდან წამსვლელ ფეხბურთელებად.ორივე ფეხბურთელი არ შეიყვანეს "დეპორტივოსთან" მატჩის განაცხადში.
მიგელით დაინტერესებული არიან ისეთი კლუბები,როგორებიცაა:"ატლეტიკო" და "სარაგოსა".ამ კლუბებს შეუერთდა "ხეტაფე".
მიჩელი უკვე მუშაობდა "კასტილიაში" ტორესთან და იცის მისი შესაძლებლობები.ამიტომ მიგელისთვის ბრძოლაში მთავარ ფავორიტად "ხეტაფე" ითვლება.
უახლოეს საათებში ელიან ტრანსფერის განხორციელებას.
თვითონ მიჩელმა კომენტარი გააკეთა მიგელ ტორესის შესაძლო ტრანსფერზე:"ეს ტრანსფერი გაზრდის ჩვენს გუნდში კონკურენციას.წინადადებებს,რომელიც მიგელს აქვს "ატლეტიკოსგან" და "სარაგოსასგან" ძალიან შთამბეჭდავია,მაგრამ ვიმედოვნებ ის სწორ არჩევანს გააკეთებს".
ინფორმაციის წყარო:As.com
- 29 აგვისტო 2009
- 2 053
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.