მსაჯის კიდევ ერთი შეცდომა
მოგეხსენებათ, ესპანეთში მსაჯთა საკითხი ძალიან პრობლემატურია. დღევანდელ მატჩს მადრიდის "რეალსა" და ბილბაოს "ატლეტიკს" შორის გამოცდილი უნდიანო მალენკო მსაჯობდა, რომელმაც დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ფერნანდო ლორენტეს გოლი ჩათვალა...
ამ მომენტმა განსაკუთრებით სამეფო კლუბის კაპიტანი და გოლკიპერი, იკერ კასილასი აღაშფოთა, იგი გოლის გაუქმებას ითხოვდა, რადგან თვლიდა, რომ ლორენტე თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ესპანეთში მსაჯობის დონე არც ისე მაღალია და ამ მიმართულებით სამუშაო ძალიან ბევრია.
საბედნიეროდ ფერნანდოს გოლს მატჩზე რადიკალური როლი არ უთამაშია.
- 21 ნოემბერი 2010
- 2 033
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.