მარსელო: "ლორენტეს გაჩერება ძალიან ძნელია"

"მადრიდის რეალის" მცველი დარწმუნებულია, რომ დღეს მათ დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ "სანტიაგო ბერნაბეუზე" , მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ბასკები მადრიდში არც თუ ისე დამაჯერებლად თამაშობენ. ბრაზილიელი ემზადება შეხვედრისთვის და ყველაზე დიდ ხიფათს "ატლეტიკის" ფორვარდ ფერნანდო ლორენტესგან მოელის.

"მე ვთვლი, რომ "ატელტიკი" ძალიან ძლიერი კლუბია. რამდენჯერმე მითამაშია ლორენტეს წინააღმდეგ და ერთადერთი რისი აღნიშვნაც შემიძლია არის ის, რომ მისი შეჩერება ძალიან ძნელია. მიუხედავად ამისა, უნდა გავითვალისწინოთ "მადრიდის რეალის" დაცვის ხაზი, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან კარგად გამოიყურება. ერთადერთი, ვისაც პრობლემების შექმნა შეუძლია ჩვენთვის, ეს თავად ჩვენ ვართ"–განაცხადა მარსელომ.

მიუხედავად ზემოთხსენებული განცხადებისა, "თეთრების" 12 ნომერი ამ თამაშში ფავორიტად მაინც "მადრიდის რეალს" მიიჩნევს. მას იმედი აქვს, რომ წაგება კიდევ კარგი ხანი არ უწერიათ:

" "რეალი" ყველაგან ფავორიტია, ნებისმიერ ტურნირზე. ჩვენ არ ვფიქრობთ დამარცხებაზე. ძალიან ბევრს ვშრომობთ და ვცდილობთ პირველი მარცხი, რაც შეიძლება გავწელოთ დროში. იმედი მაქვს დღეს "გავიმარჯვებთ, ხოლო თუ ამასთან ერთად, გოლის გატანაც შევძელი, მაშინ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება."

ამავდროულად ბრაზილიელს არ სურს მიღწეულზე გაჩერება და ფიქრობს, რომ ის და მისი კლუბი კიდევ უკეთ ათამაშდებიან:

"აქ ბევრი ტიტულის მოგება მინდა. წინ კიდევ მთელი სეზონია და ამის მისაღწევად ბევრი უნდა ვიმუშაო. მერწმუნეთ, რომ ამ კლუბისთვის მაქსიმუმს გავიღებ."


წყარო: marca

  • shvela
  • 20 ნოემბერი 2010
  • 1 770
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)