კაპაროსი: "დარწმუნებული ვარ ერთი გოლის გატანას მაინც მოვახერხებთ"

"ატლეტიკის" მთავარმა მწვრთნელმა საკუთარი გუნდის მომზადების დონეზე ისაუბრა. მან ასევე განაცხადა, რომ სამეფო თასის კენჭისყრა დიდი უსამართლობაა, ვინაიდან ამ კენჭისყრის შედეგად, ლა ლიგის ორი გრანდი "მადრიდის რეალი" და "ბარსელონა" ერთმანეთს ფინალამდე ვერ შეხვდებიან.

"უკვე ბევრი საუბარი მიდის სამეფო თასის ფინალზე, მაგრამ როგორი დამთხვევაა, როცა "მადრიდის რეალი" და "ბარსელონას" გზები ფინალამდე ვერ გადაიკვეთება!"–განაცხადა კაპაროსმა.

რაც შეეხება თავად მათს, ლორენტესა და ხავი მარტინესისადმი "მადრიდის რეალის" მესვეურთა ინტერესებს, ამაზე კაპაროსმა თქვა:

"იმედი მაქვს კვირას მადრიდის გაზეთები დაწერენ, რომ ლორენტესა და ხავი მარტინესისადმი "თეთრების" ინტერესი უფრო გაიზარდა. რა თქმა უნდა, შემდეგში ამას უარყოფენ, მაგრამ თავად ეს ფაქტი კარგის ნიშანი იქნება, ვინაიდან ეს ნიშნავს, რომ მათ წინა საღამოს "სანტიაგო ბერნაბეუზე" მშვენივრად ითამაშეს."

როცა ხოაკინ კაპაროსს სამეფო კლუბის თამაშის სტილზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს, მან აღნიშნა:

"მოურინიო, მას შემდეგ, რაც მე მას ვიცნობ, საკუთარი კლუბის თამაშის სტილს არ ცვლის. ამავდროულად ის არწმუნებს საკუთარ შეგირდებს იმაში, რომ პირველ რიგში კოლექტიური თამაში დგას და მერე ინდივიდუალიზმი. ამის მიღწევა კი ადვილი როდია. თავად მწვრთნელში უნდა იყოს ის , რაღაც , რაც მას სხვების დარწმუნებაში დაეხმარება."

ამავე დროს მთავარი მწვრთნელი ითხოვს, რომ სეწყდეს საუბარი პრესიადოსა და მოურინიოს შორის არსებულ კონფლიქტზე და რომ დროა ყველანი ფეხბურთზე გადაერთონ.

რაც შეეხება "ატლეტიკოს" შანსებს "სანტიაგო ბერნაბეუზე" , ამასთან დაკავშირებით კაპაროსი ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი:

"ჩვენს შანსებს ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ, ვინაიდან "ატლეტიკს ამის საშუალება და რაც მთავარია, შესაძლებლობები გააჩნია. არაფერი იმაზე კარგი არაა, ვიდრე ერთ–ერთი გრანდის "სანტიაგო ბერნაბეუზე" დამარცხება. მითუმეტეს მაშინ, როცა "მადრიდის რეალი" იგებს ყველაფერს. ჩვენ დაცვის ხაზში ძალიან ფრთხილად და დამაჯერებლად ვითამაშებთ, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ შეტევაშიც გვექნება შანსები და ერთი გოლის გატანას მაინც მოვახერხებთ."

და ბოლოს, კაპაროსმა აღნიშნა, რომ:

"ამ სეზონში "მადრიდის რეალის" მენტალიტეტი შეიცვალა. ამჟამად ისინი მიმართულნი არიან ფიზიკურ, შემტევ და ზოგ შემთხვევებში ძალიან ერთხაზოვანი ფეხბურთისკენ. ორ–სამ შეხებაში მათ მთელი მოედნის დაფარვა და შენი ადგილზევე გაქვავება შეუძლიათ. მათ ორი უბრალოდ ძალიან აღმაფრთოვანებელი ჩამშლელი ტიპის ნახევარმცველები ყავთ, წინ კი თამაშობენ ფეხბურთელები, რომლებსაც შვიდი, რვა და ცხრა სიჩქარის გადაცემათა კოლოფი გააჩნიათ. წინ ისინი შეუდარებელნი არიან და თითოეულ მათგანს შეუძლია გადამწყვეტი დარტყმის მოყენება, ამაში კი მწვრთნელის დამსახურება ძალიან დიდია."


წყარო:marca

  • shvela
  • 20 ნოემბერი 2010
  • 1 606
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)