მარადონას კომენტარი
ბერნაბეუს სტუმარმა, დიეგო არმანდო მარადონამ კომენტარი გააკეთა.
- რას ფიქრობთ მოურინიოს სამწვრთნელო მეთოდზე?
იგი ფეხბურთელებთან ძალიან ახლოსაა, მხიარულობენ. მოთამაშეები მას პატივს სცემენ. ჟოზე გუნდს დიდებულად ათამაშებს. მადრიდის "რეალს" გასვლითი მატჩების დროს ძალიან ბევრი გულშემატკივარ ხვდება. ეს კი ნაწილობრივ მოურინიოს დამსახურებაცაა.
- რა გითხრეს ფეხბურთელებმა, რომლებსაც ესაუბრეთ?
მე რამოდენიმე საათი დავყავი რონალდოსთან, დი მარიასთან, პეპესთან, რამოსთან და კასილასთან. ფეხბურთელები გულთბილად შემხვდნენ. ჩემი აზრით, როდესაც გუნდში ასეთი მოთამაშეები ირიცხებიან, ფანები უფრო უნდა გააქტიურდნენ და უფრო ხმამაღლა იყვირონ თავიანთი რჩეული ფეხბურთელების სახელები.
- რას ფიქრობთ მოურინიოზე?
მოურინიო მსოფლიოს სამ საუკეთესო მწვრთნელს შორის მოხვდა გვარდიოლასთან ერთად. ორივეს გასაოცარი კარიერა ჰქონდათ. მე და მოურინიო მას შემდეგ ვმეგობრობთ, რაც მე მას იტალიაში ვესტუმრე. ჩვენ ხშირად ვუკავშირდებით ერთმანეთს, ვიკრიბებით და ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ სხვადასხვა ფეხბურთელთან დაკავშირებით.
- როგორ ფიქრობთ მოახერხებს მადრიდის "რეალი" წელს ჩემპიონთა ლიგის მოგებას?
მოურინიოს გუნდის დასაყენებლად დრო სჭირდება. ჯერ-ჯერობით ყველაფერი რიგზე არ არის კლუბში. მართალია ფეხბურთელები დარწმუნებულები არიან თავიანთ თავში, თუმცა ჩემპიონთა ლიგა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირია და აქ თამაში ყველას უჭირს. მაგრამ მე "რეალს" ერთ-ერთ ფავორიტად დავასახელებდი."
- რა აზრის ხართ "კლასიკოზე"?
ეს იქნება დიდებული მატჩი. "ბარსელონა" ძალიან სანახაობრივ და კარგ ფეხბურთს თამაშობს. მოურინიოს გუნდი კი სოლიდურია. ამ მატჩში გამოჩნდება რომელი მწვრთნელის თამაშის სტილი აჯობებს. ჩემი აზრით, გამარჯვება გუნდის ფეხბურთელების გამძლეობაზე იქნება დამოკიდებული.
- რას იტყვით კოპა დელ რეიზე?
მადრიდის "რეალმა" ყველაფერი უნდა გააკეთოს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. "ალკორკონი" უკვე წარსულს ჩაბარდა. "რეალს" ამ ტიტულის მოგება შეუძლია.
- 20 ნოემბერი 2010
- 2 434
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.