გუტის კომენტარი
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ხოსე მარია გუტიერესმა ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა.
მარკას დღევანდელ გამოცემაში შევხდებით გუტის კომენტარს. მან განაცხადა, რომ თურქეთში თამაშით კმაყოფილია და თავს ბედნიერად გრძნობს.
მიუხედავად ამისა გუტის მაინც აწუხებს ნოსტალგია. მას ენატრება სამეფო კლუბი და ძალიან აინტერესებს მოურინიოს ხელმძღვანოლობით თამაში. "ჟოზე დიდებული მწვრთნელია და მის გუნდში თამაში საინტერესო იქნებოდა. სინანულის გრძნობა არ მეუფლება, თუმცა "ბლანკოსი" ძალიან მენატრება."
ასევე გუტიმ რაულზეც გააკეთა კომენტარი: "მე ძალიან მენატრება ჩემი ბავშვობის მეგობარი, რაული. იგი დიდებული ფეხბურთელია. ძალიან მომენატრა მისი თამაშის სტილი. ასე მგონია, თითქოს ახალ გუნდში რაღაც მაკლია."
და ბოლოს ხოსე მარიამ "ელ კლასიკოზეც" ისაუბრა: "სამეფო კლუბს ძალიან დიდი გამოცდა ელის წინ. "რეალი" მიმდინარე სეზონში "ბარსელონაზე" უკეთ თამაშობს და ვფიქრობ ნოუ კამპზე გამარჯვებასაც მოიპოვებენ."
- 20 ნოემბერი 2010
- 2 338
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.