რონის ალტერნატივა ქარიმია
როგორც ესპანური პრესა იუწყება, რონალდუს მონაწილეობის საკითხი ”ატლეტიკთან” მატჩში, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
პორტუგალიელის არ თამაშის შემთხვევაში, შესაძლოა მოედანზე ბენზემა ვიხილოთ.მოგეხსენებათ, ფრანგი თავდამსხმელი თანდათან ”იღვიძებს” და იმ ქარიმს გვაგონებს, რომელიც ფეხბურთის ქომაგებმა ”ლიონში” ასპარეზობის ჟამს შეიყვარეს.
ალბათ, უპრიანი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ნოემბრის გიორგობის თვე ბენზოსთვის ნამდვილად წარმატებულია.მოთამაშემ თავისი აღმავლობის ეტაპი ალიკანტეში დაიწყო, სადაც შეცვლაზე შემოვიდა და ჩინებული პასებით ორი გოლი გაატანინა თანაგუნდელებს.
ფაქტიურად მის კისერზეა ისიც, რომ სამეფო კლუბი ”სან სიროდან” ერთი ქულით დაბრუნდა.სწორედ ”მამალთა” ფორვარდის გამჭოლ პასს მოჰყვა 95 წუთზე პედრო ლეონის გოლი და ”მილანის” კოვზის ნაცარში ჩავარდნა.
ქარიმმა მოურინიოს არც ”მურსიას” წინააღმდეგ გაუცრუვა იმედები.მან 90 წუთის განმავლობაში იასპარეზე მოედანზე და თამაშის მიწურულს პენალტის საშუალებით გაზარდა სხვაობა.
და ბოლოს, ბენზემას ასისტენტობა ”რეალს” ხიხონშიც წაადგა.მართალია ფრანგს არ გაუტანია, მაგრამ მისმა აქტიურმა ქმედებამ მოგვიტანა სამი ქულა.
როგორც ჟურნალისტები ამბობენ, ბენზემა მოურინიოს ”ჯოკერია.”
- 19 ნოემბერი 2010
- 2 196
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.