”ატლეტიკის” განაცხადი ”რეალის” წინააღმდეგ
ბილბაოს ”ატლეტიკის” მთავარმა მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსამ, იმ ფეხბურთელების ვინაობა გაამხილა, რომლებზეც ”რეალის” წინააღმდეგ გათვლის.
ბასკების განაცხადში 19 მოთამაშე შევიდა.მთავარი სიახლე ის არის, რომ შემადგენლობაში დაბრუნდა ამორებიეტა.ამ უკანასკნელს მძიმე დაზიანების გამო 1 თვეზე მეტი მოუწია უქმობა.დისკვალიფიკაციების გამო, ბილბაოლებს ზედიზედ სამი ფეხბურთელი დააკლდებათ.ესენი არიან: გუპერგი, კოიკილი და კასტილიო.
მაშასადამე, ”ატლეტიკის” სრული განაცხადი ასე გამოიყურება: ირაისოსი, რაული, ირაოლა, ამორებიეტა, სან ხოსე, აურტენეტე, უსტარისი, ბალენსიაგა, ინიგო პერესი, ორბაისი, ხავი მარტინესი, დავიდ ლოპესი, გაბილონდო, სუსაეტა, მუნიაინი, იტურასპე, დელ მარკოსი, ლონ ველესი და ლორენტე.
- 19 ნოემბერი 2010
- 1 722
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.