მაკუა: 36 მილიონს ფერნანდო ლორენტე მირჩევნია
ბილბაოს "ატლეტიკის" პრეზიდენტმა, ფერნანდო გარსია მაკუამ, განაცხადა, რომ ბანკის ანგარიშზე 36 მილიონ ევროს ფერნანდო ლორენტეს გუნდში ყოფნა ურჩევნია, რადგან ის გაცილებით მშვიდად იქნება. მადრიდის "რეალი" ყველაფერს აკეთებს ბასკი ფეხბურთელის გადმოსაბირებლად, მაგრამ "ბილბაო" უარზეა...
"არ მსურს ლორენტეს გაყიდვა და მინდა, რომ კიდევ მრავალი წელი ითამაშოს ჩემ გუნდში, "ატლეტიკის" მიზანი ლა ლიგიდან გავარდნა არ არის და ჩვენ არ გვინდა გუნდის უდავო ლიდერის გაყიდვა. 36 მილიონს, ფერნანდოს დარჩენა მირჩევნია. ლორენტე "ატლეტიკისთვის" ძალიან ბევრს ნიშნავს."
"ასევე ვისურვებდი გუნდში ალონსოს მოსვლას, ოღონდ ეს მხოლოდ მომავალში მოხდება, ჯერ-ჯერობით ხაბი კარიერის პიკშია და იგი "ბლანკოსში" უდიდეს როლს ასრულებს."
- 19 ნოემბერი 2010
- 1 998
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.