გონსალო: "ბილბაოს" კარში ხშირად ვიტან გოლს
სამეფო კლუბის არგენტინელმა ფორვარდმა, გონსალო იგუაინმა განაცხადა, რომ ბასკების კარში გოლის გატანა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს და ხვალინდელ მატჩშიც აუცილებლად გაიტანს...
"მას შემდეგ, რაც სამეფო კლუბის ღირსებას ვიცავ, ალბათ 2 მატჩი ჩავატარე ისე, რომ "ატლეტიკისთვის" გოლი არ გამიტანია, ამ გუნდის წინააღმდეგ ყოველთვის დამაჯერებლად ვთამაშობ და დარწმუნებული ვარ ხვალაც მოვახერხებ გოლის გატანას და გუნდისთვის დახმარების გაწევას."
"ბასკებს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც ძალიან ამბიციურები არიან და ბრწყინვალედ თამაშობენ კონტრშეტევებზე, ამიტომ ჩვენი გუნდის დაცვა მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული, რათა არ გაგვეპაროს შეცდომა, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდება, ჩვენთვის თითოეულ ქულას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან ძლიერი კონკურენტები გვყავს."
"კატალონიაში ლიდერის რანგში უნდა ჩავიდეთ, ეს მეტ თავდაჯერებულობას მოგვცემს, აუცილებელია გამარჯვება და პოზიციების გამყარება, "ბილბაოსთან" შეხვედრა "ბერნაბეუზე" გაიმართება და ჩვენ ვალდებულნი ვართ მოვიგოთ მატჩი."
"კრიშტიანო შესანიშნავი ფეხბურთელია და მას მცირე დაზიანება აქვს. ვიმედოვნებ, იგი შეძლებს ჩვენს დახმარებას ბასკებთან შეხვედრაში. რონალდო გუნდის უდაო ლიდერი და მთავარი ფიგურაა, მასთან ერთად მეტი თავდაჯერებულობით ვასპარეზობ."
- 19 ნოემბერი 2010
- 1 568
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.