სერხიო სოლიდარობის ჯილდოზე წარადგინეს
სამეფო კლუბის ესპანელი მცველი, სერხიო რამოსი სოლიდარობის ჯილდოზეა წარდგენილი, რადგან მას წლების მანძილზე ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული, იგი ეხმარება ბავშვთა ფონდებს, ცდილობს ყველანაირ საქველმოქმედო აქციაში ჩართვას და ყველანაირი სიკეთის კეთებას, სწორედ ამ მიზეზებმა განაპირობა რამოსის ხსენებულ ჯილდოზე წარდგენა...
15 დეკემბერს ამ ნომინაციის გამარჯვებული დასახელდება, გამარჯვებულს ემილიო ბუტრაგენიო გამოავლენს. ესპანელი მცველის გარდა სხვა კანდიდატურებიც არსებობენ, ესენი არიან: ტანია ელესეგი, (გოლფი), პაუ გასოლი (კალათბურთი), ჟორჟე ლორენცო (მოტოციკლისტი) და ტომი რობრედო (ჩოგბურთელი).
- 18 ნოემბერი 2010
- 1 503
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.