მოურინიო ტრიბუნაზე იქნება
როგორც იცით, დიკსვალიფიკაციის გამო ჟოზე მოურინიოს მატჩის დროს სათადარიგო სკამზე ყოფნის საშუალება არ აქვს.
”ატლეტიკთან” თამაშში, რომელიც შაბათს შედგება ”სანტიაგო ბერნაბეუზე,” მოუ მატჩის მსვლელობას არა ”ლოჟიდან,” არამედ ტრიბუნიდან მიადევნებს თვალ-ყურს.ადგილი, სადაც ჟოზე უნდა დაჯდეს, ძალიან ახლოს არის ”რეალის” სათადარიგოსთან და შესაბამისად პორტუგალიელს საშუალება ექნება მის თანაშემწეებთან უშუალო კონტაქტისა.
ასევე ცნობილია, რომ სამეფო კლუბის მწვრთნელის უსაფრთხოებაზე ორი პოლიციელი იზრუნებს.
რაც შეეხება პრესკონფერენციის გამართვას, ამჯერად აღნიშნულ საქმეს აიტორ კარანკა ითავებს.აღსანიშნავია, რომ მისთვის მომავალი თამაში ერთობ მნიშვნელოვანია, რამეთუ წარსულში ბილბაოს ღირსებასაც იცავდა.
- 18 ნოემბერი 2010
- 2 169
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.