დაუმარცხებელნი ევროპაში
თითქმის 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპაში ეროვნულმა ჩემპიონატებმა აიღეს სტარტი.
აღსანიშნავია, რომ კონტინენტზე 3 ისეთი კლუბია შემორჩენილი, რომელთაც არც ნაციონალურ პირველობაზე და არც ევროსარბიელზე მარცხი არ უგემიათ.ესენი გახლავთ: ”მანჩესტერ იუნაიტედი,” მადრიდის ”რეალი” და ”პორტუ.”
მიმდინარე სეზონში, მადრიდელებმა 17 თამაში ჩაატარეს ჟოზეს მეთაურობით.სასიხარულოა, რომ ”თეთრებმა” 13 მოიგეს და 4-ში ყაიმი გააგორეს.ამის პარალელურად, ესპანელები ლიდერობენ როგორც ეროვნულ, ასევე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებებს (ყველაფერთან ერთად, მოუ ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო დებიუტანტი დამრიგებელი გახდა).
ასევე დამაჯერებლად გამოიყურება, მოურინიო მოწაფის, ვილიას ბოასის დამოძღვრილი ”პორტუ.”ქვეყნის პირველობაზე ”ლურჯები” ერთპიროვნული ლიდერები არიან (11 მატჩიდან 10 მოგება).ისინი უახლოეს მდევრებს 10 ქულით უსწრებენ.პორტუგალიელებმა ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლის უფლებაც მოიპოვეს.
და ბოლოს, წაუგებლად, მაგრამ არასახარბიელოდ ასპარეზობენ ”წითელი ეშმაკუნები.”ფერგის გუნდი პრემიერ ლიგაში მხოლოდ და მხოლოდ მესამე პოზიციას სჯერდება (6 მოგება, 7 ფრე).მანჩესტერელები ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გათამაშებაზე, ახლოს არიან მერვედ ფინალთან.ამასთანავე შემორჩენილნი არიან ”Carling Cup”-ზე და ელოდებიან ”FA Cup”-ის დაწყებას.
- 18 ნოემბერი 2010
- 2 649
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.