ლორენტეს ფასი ზენიტში მიდის
მოგეხსენებათ, სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ფერნანდო ლორენტეს შეძენით არის დაინტერესებული, რადგან ბასკი ფეხბურთელი იდეალურ ფორმაშია და შესანიშნავად პროგრესირებს. პორტუგალიელ სპეციალისტს აუცილებლად სჭირდება მაღალი დონის ფორვარდი...
აქამდე ესპანელი ფეხბურთელის სავარაუდო ფასი 36 მილიონი ევრო სახელდებოდა და ფლორენტინო პერესი სერიოზულად ფიქრობდა ამ თანხის გადახდაზე, მაგრამ დღეს საინფორმაციო წყარო Marca-მ მეტად საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ზემოთხსენებულ თანხას კიდევ 27 მილიონი უნდა დაემატოს. ატლეტიკის პრეზიდენტი ლორენტეს მხოლოდ 63 მილიონ ევროდ შეელევა, ეს იმის მანიშნებელია, რომ სამეფო კლუბი ამ ფეხბურთელს არ იყიდის, რადგან მაღალი კლასის მიუხედავად ბასკი მოთამაშე ამხელა თანხა ნამდვილად არ ღირს, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
- 17 ნოემბერი 2010
- 1 847
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.