კაკა ბრაზილიაში გამოჯანმრთელდება
როგორც იცით, კაკა გამოჯანმრთელების ბოლო ფაზაში იმყოფება.ფეხბურთელის ექიმები ბრაზილიელის მოედანზე დაბრუნებას იანვარში ვარაუდობენ.
”ას”-ის ჟურნალისტებისათვის ცნობილი გახდა, რომ ტრავმის მოშუშების ბოლო ეტაპს, რიკარდო მშობლიურ ქვეყანაშა გაივლის.თავიდან ”რეალის” ხელმძღვანელობა მოთამაშის სან პაულოში გამგზავრების წინააღმდეგი იყო, თუმცა საბოლოოდ ნახევარმცველმა და მისმა მკურნალმა მადრიდელები დაითანხმეს.
კაკა მიიჩნევს, რომ ბრაზილიაში ყოფნა, არა მხოლოდ ფიზიკურ კონდიციებს აღადგენინებს, არამედ მორალური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს.ცნობისთვის, ფეხბურთელი სახმრეთ ამერიკაში ტურიბიო ლეიტეს მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.
შეგახსენებთ, რომ რიკარდოს აგვისტოში გაუკეთეს ოპერაცია მარცხენა ფეხის მენისკზე.
- 17 ნოემბერი 2010
- 1 900
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.