კარანკა: ბიჭებმა გამარჯვება ჟოზეს მიუძღვნეს
აიტორ კარანკამ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა გამარჯვებას ჟოზეს მოურინიოს მიუძღვნეს...
"თამაში მეტად დაძაბული გამოდგა, პირველი ნახევარი გაცილებით სუსტად ჩავატარეთ, მაგრამ შესვენებაზე ბიჭები მოსაგებად მოვმართე, მათ ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ 3 ქულის მოსაპოვებლად, რადგან ჩვენ ვიცოდით, რომ კატალონიის ბარსელონამ გუშინ ვილიარეალის დამარცხება მოახერხა, მოგება აუცილებელი იყო ლიდერობისათვის."
"ძალიან კარგად მოგვეხსენებოდა თუ როგორი სიტუაცია იქნებოდა სპორტინგელთა მოედანზე, გულშემატკივრები მათ შეგირდებს მხურვალე აპლოდისმენტების აჯილდოებდნენ და ამხნევებდნენ, ჩვენზე კი დიდი ზეწოლა მიდიოდა, მაგრამ "მერენგებმა" სრული ყურადღება კონკრეტულად მატჩისკენ მომართეს და გამარჯვებაც ჩვენ დაგვრჩა."
"კარგი მატჩი გამოდგა მიუხედავად იმისა, რომ ჟოზეს საპატიო ლოჟიდან უწევდა შეხვედრის ხილვა. ჟოზეს ინსტრუქციებს რუი ფარია მაწვდიდა, ჩემსა და პორტუგალიელს შორის კავშირი სწორედ მისით ხდებოდა და მე მას დიდ მადლობას ვუხდი."
"ჩვენ ამ სეზონში სხვადასხვაგვარ ფეხბურთს ვაჩვენებთ, არც დღევანდელი იყო გამონაკლისი, მაგრამ ამ შეხვედრასთან შედარებით უკეთესადაც შეგვიძლია თავის წარმოჩენა. ხიხონელებთან შეხვედრა ჰგავდა ლევანტესთნ მატჩს, რომელიც 0-0 დამთავრდა, იქაც ძალიან ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და 2 ქულა დავკარგეთ, საბედნიეროდ დღეს გავიმარჯვეთ."
- 15 ნოემბერი 2010
- 1 929
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.