საუკეთესო შენაძენი დი მარიაა
MARCA-მ მადრიდის "რეალის" საუკეთესო შენაძენი გამოავლინა. ამ გამოკითხვაში 70,000 ინტერნეტის მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა. ხმების 36,9% ანხელ დი მარიას ერგო. სწორედ ის გახლდა გამარჯვებული.
მეორე ადგილზე მესუთ ოზილია. გერმანელმა ხმების 28,6%მიიღო. მას 20.000 ადამიანმა დაუჭირა მხარი. მესუთი სამეფო კლუბს მართლაც მშვენივრად მოერგო. მესამე რიკარდო კარვალიოა. პორტუგალიელი ფეხბურთელის ასაკის გამო, ამ ტრანსფერს არ მიესალმებოდნენ, მაგრამ ახლა ყველა ხვდება, რომ რიკარდო გუნდისთვის საჭიროა. კარვალიომ ხმების 22,5% მიიღო. მას 16,000 ადამიანი უჭერდა მხარს. კიდევ ერთი გერმანელი, რომელიც ”რეალმა” შეიძინა სამი ხედირაა. მან ხმების 4.7% მიიღო.. ის საიმედო ნახევარმცველია. ყველაზე ნაკლები ხმები ორ ახალგაზრდა ესპანელს ერგოთ. ესენი სერხიო კანალესი და პედრო ლეონი არიან, თუმცა მათ თავის გამოსაჩენად ნაკლები დრო აქვთ. ორივეს ერთად 2.600-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი.
- 14 ნოემბერი 2010
- 2 282
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.