ოზილმა და ხედირამ ავტოგრაფები დაარიგეს
მადრიდის "რეალის" ფანებმა, რომლებიც იმ სასტუმროში მივიდნენ, სადაც "ბლანკოსი" იყო გაჩერებული, ოზილისაგან და ხედირასგან ავტოგრაფები მიიღეს.
სამეფო კლუბის გულშემატკივრებმა, რომლებიც ხიხონში ცხოვრობენ, გამოხატეს უსაზღვრო სიყვარული ჟოზე მოურინიოს გუნდის მიმართ. ასობით გულშემატკივარი სასტუმრო Palacio de la Llorea-ში შეღწევას იმის იმედად ცდილობდა, რომ "რეალის" ფეხბურთელებს ახლოდან იხილავდა.
ფეხბურთელებთან შეხვედრა ამით არ დასრულებულა. მადრიდის "რეალის" ორმა გერმანელმაა ფეხბურთელმა, ხედირამ და ოზილმა ფანებს ავტოგრაფები დაუტოვეს. მათ ხელი მოაწერეს, "რეალის" მაისურებზე, ბურთებზე, პოსტერებზე და სხვა აქსესუარებზე.
- 14 ნოემბერი 2010
- 1 741
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.